კვარაცხელიას მორიგი გოლი და "ნაპოლის" მორიგი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მერვე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ტორინო“ 3:1 დაამარცხა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ ტურნირზე მეხუთედ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

დებიუტში მასპინძლები ანგისამ დუბლით დააწინაურა, ნეაპოლელები შეტევებს აგრძელებდნენ, კვარაცხელიამ ზილენსკის კარგი პასი გაუკეთა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მცველმა თავით მოიგერია. 37-ე წუთზე კი ხვიჩამ მოედნის ცენტრში ზილენსკის გადაცემული ბურთი მიიღო, დრიბლინგით მეტოქის კარისაკენ გაიჭრა და ანგარიში გაზარდა. თუმცა, პირველი ტაიმის ბოლოს სტუმრებმა ერთი გოლის გაქვითვა შეძლეს.

შესვენების შემდეგ ტურინელები ხშირად უხეშობდნენ და ერთი ეპიზოდის გაპროტესტების გამო მსაჯმა მათი მწვრთნელი იურიჩი გააძევა.
თამაში ნაკლებად სანახაობრივი გახდა, ხვიჩა 81-ე წუთზე შეცვალეს და ნეაპოლელებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვეს..

კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ჩემპიონატის 8 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

„ნაპოლი“ 20 ქულით ლიდერია და 4 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე ამსტერდამში „აიაქსს“, 9 ოქტომბერს კი იტალიის ჩემპიონატზე გასვლაზე „კრემონეზეს“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ტორინო 3:1
გოლები: 1:0 ანგისა (7), 2:0 ანგისა (12), 3:0 კვარაცხელია (37), 3:1 სანაბრია (43),

მკითხველის კომენტარები / 40 /
ეს მეხუთე და სხვა მრავალი,წარმატებები და წინსვლა ჩვენს ბრილიანტს!!! ყოჩაღ!!! უფალი გფარავდეს!!!
ქართველი
01 ოქტომბერი 2022 18:59
0
ღვთისგან დალოცვილმა ხვიჩამ ისე გაგვალაღა, რომ ერთი გოლი მეცოტავა! ))) წარმოგიდგენიათ რამხელა წარმატებული კაცი გვყავს სერა ა-ში?!
aburjga
01 ოქტომბერი 2022 19:03
0
ხო იძახდა იმათი მწვრთნელი, ოღონ კვარაცხელია გავაჩეროთო, ხოდა შემოახიეს მაისური და მაინც ვერ გააჩერეს, მაგ გოლს რომ თავი დავანებოთ ანგისას გოლებშიც მიუძღვის წვლილი. მთელს დაცვას ზედ იკრავს და რამხელა თავისუფალ სივრცეს უტოვებს სხვებს.
საოცრებაა ეგ ბიჭი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესოა.
რა კარგად თქვა, ყველასი მადლობელი ვარ ვინც ჩემზე წერსო, მარამ არ ვკითხულობ არაფერს, რადგან რასაც ვაკეთებ ეგ ჩემი მაქსიმუმი არ არისო. პიროვნებაც ჩამოყალიბებულია უკვე და ზუსტად იცის რა უნდა, დალაგებული აქვს გეგმები თავში და იმას მიჰყვება. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ძალიან მაღლა უნდა ავიდეს, ერთეულებმა რომ შეძლეს მხოლოდ ისე მაღლა. ამისთვის მას ყველაფერი აქვს და რაც მთავარია ამას იმსახურებს. ჩვენც ვიმსახურებთ დიდ სიხარულს, ვისაც ასე ძალიან გვიყვარს, გვიხარია და ცუდ პერიოდშიც გვერდით ვედექით. ყველას არ ვგულისხმობ რათქმაუნდა
Skeleton
01 ოქტომბერი 2022 20:07
0
ეხლა ახლოს ხარ! ))
დავით 67
01 ოქტომბერი 2022 20:17
11
ერთდროულად ასეთი ნიჭიერი და ასეთი შრომისმოყვარე ქართულ ფეხბურთში მე არ მახსენდება.
ხვიჩა მოვლენაა, ერთადერთია, განუმეორებელია!!!
თენგო
01 ოქტომბერი 2022 19:50
2
დღეს ისე ითამაშა როგორც სპალეტის უნდოდა - თუ დასარტყავი არ იყო არ ურტყავდა და პასს აკეთებდა! სხვა ქართველი ფეხბურლებისგან მენტალობითაც განსხვავდეება - შრომა არ ეზარება, კრიტიკას იღებს, დაუღალავია - მაგიტომაც გადადგავს მთებს!
გოგი
01 ოქტომბერი 2022 20:57
2
რაც ყველაზე მეტად მახარებს, კვარა რაც დრო გადის უფრო და უფრო იხოდება ფიზიკურად. უფრო მეტ დროს თამაშობს თან სისტემატიურად. ეს შრომისმოყვარეობის დამსახურებაა და რეჟიმის დაცვის, თორე ბევრი ქართველი ტალანტი გვახსოვს, სიზარმაცისაგან და არასწორი რეჟიმისაგან ღიპი რო დასდებია და მინდორზე რომ დალასლასებდნენ ისეთ ასაკში, როცა უნდა ბდღვნიდე ყველაფერს. ეს იმის გარანტია, რომ კვარა დიდხანს და ძლიერად გაგვიხარებს გულებს მისი მაგარი თამაშით.
შაკო
01 ოქტომბერი 2022 19:29
0
უბრალოდ სასწაულია ეს ბიჭი ! ხალხო , მსოფლიო დონის ვარსკვლავის თამაშს ვუყურებს , რომელიც ქართველია და ჭკუიდან გადაიყვანა მტელი საფეხბურთო სამყაროო . ეს რა ბედნიერება გვეღირსა ქართველებს , საოცარებაა და იმედია ტრავმების გარეშე დაამთავრებს კარიერას , ამის სკამზე ჯდომა საცოდაობაა ფეხბურთისათვის .
ATP 16
01 ოქტომბერი 2022 21:28
0
მგონი გაიწევს ბომბარდირობისკენ ჩვენი კვარანტინიო))
შოთა-მილანი
01 ოქტომბერი 2022 19:21
1
ანგისა ვიღაცაში არ შეგეშალოთ, ძალიან მაგარი ფეხბურთელია რასაც ქვია მამაა ნაპოლის. ამ გუნდის, უნდა გიხაროდეთ რომ ხვიჩას ნაპოლიში დახვდა და ყავს ეგეთი თანაგუნდელი, თან გამოცდილი თორე გუნდი არ იქნებოდა ეხლა ნაპოლი. ხვიჩა ჯოკერია თან ეხლა იწყებს ახალგაზრდაა ჯერ
Frank Andre Zambo Anguissa
01 ოქტომბერი 2022 23:23
2
დარწმუნებული ვარ რომ არა 4 ში აიაქსის თამაში ბოლომდე იქნებოდა მინდორზე. ღმერთი შენსკენ კვარა. ძალიან გაგვახარე და ასე გააგრძელე გთხოვ. სიხარულისგან არ ვიცი რა გავაკეთო. 4 ში შენებურად მიაწექიიიი.
roma bejanidze
01 ოქტომბერი 2022 20:39
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული