კვარაცხელიას მორიგი გოლი და "ნაპოლის" მორიგი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მერვე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ტორინო“ 3:1 დაამარცხა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ ტურნირზე მეხუთედ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

დებიუტში მასპინძლები ანგისამ დუბლით დააწინაურა, ნეაპოლელები შეტევებს აგრძელებდნენ, კვარაცხელიამ ზილენსკის კარგი პასი გაუკეთა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მცველმა თავით მოიგერია. 37-ე წუთზე კი ხვიჩამ მოედნის ცენტრში ზილენსკის გადაცემული ბურთი მიიღო, დრიბლინგით მეტოქის კარისაკენ გაიჭრა და ანგარიში გაზარდა. თუმცა, პირველი ტაიმის ბოლოს სტუმრებმა ერთი გოლის გაქვითვა შეძლეს.

შესვენების შემდეგ ტურინელები ხშირად უხეშობდნენ და ერთი ეპიზოდის გაპროტესტების გამო მსაჯმა მათი მწვრთნელი იურიჩი გააძევა.
თამაში ნაკლებად სანახაობრივი გახდა, ხვიჩა 81-ე წუთზე შეცვალეს და ნეაპოლელებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვეს..

კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ჩემპიონატის 8 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

„ნაპოლი“ 20 ქულით ლიდერია და 4 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე ამსტერდამში „აიაქსს“, 9 ოქტომბერს კი იტალიის ჩემპიონატზე გასვლაზე „კრემონეზეს“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ტორინო 3:1
გოლები: 1:0 ანგისა (7), 2:0 ანგისა (12), 3:0 კვარაცხელია (37), 3:1 სანაბრია (43),

მკითხველის კომენტარები / 40 /
მგონი გაიწევს ბომბარდირობისკენ ჩვენი კვარანტინიო))
შოთა-მილანი
01 ოქტომბერი 2022 19:21
1
ღვთისგან დალოცვილმა ხვიჩამ ისე გაგვალაღა, რომ ერთი გოლი მეცოტავა! ))) წარმოგიდგენიათ რამხელა წარმატებული კაცი გვყავს სერა ა-ში?!
aburjga
01 ოქტომბერი 2022 19:03
0
ეს მეხუთე და სხვა მრავალი,წარმატებები და წინსვლა ჩვენს ბრილიანტს!!! ყოჩაღ!!! უფალი გფარავდეს!!!
ქართველი
01 ოქტომბერი 2022 18:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული