დებიუტში მასპინძლები ანგისამ დუბლით დააწინაურა, ნეაპოლელები შეტევებს აგრძელებდნენ, კვარაცხელიამ ზილენსკის კარგი პასი გაუკეთა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მცველმა თავით მოიგერია. 37-ე წუთზე კი ხვიჩამ მოედნის ცენტრში ზილენსკის გადაცემული ბურთი მიიღო, დრიბლინგით მეტოქის კარისაკენ გაიჭრა და ანგარიში გაზარდა. თუმცა, პირველი ტაიმის ბოლოს სტუმრებმა ერთი გოლის გაქვითვა შეძლეს.
შესვენების შემდეგ ტურინელები ხშირად უხეშობდნენ და ერთი ეპიზოდის გაპროტესტების გამო მსაჯმა მათი მწვრთნელი იურიჩი გააძევა. თამაში ნაკლებად სანახაობრივი გახდა, ხვიჩა 81-ე წუთზე შეცვალეს და ნეაპოლელებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვეს..
კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ჩემპიონატის 8 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
„ნაპოლი“ 20 ქულით ლიდერია და 4 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე ამსტერდამში „აიაქსს“, 9 ოქტომბერს კი იტალიის ჩემპიონატზე გასვლაზე „კრემონეზეს“ დაუპირისპირდება.
ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ტორინო 3:1
გოლები: 1:0 ანგისა (7), 2:0 ანგისა (12), 3:0 კვარაცხელია (37), 3:1 სანაბრია (43),
ასევე ვლაშიჩი, ხვიჩაზე მაღლა რომ აყენებდნენ მაინც რუსები და ვლაშიჩი იყო რუსეთში საუკეთესო ფეხბურთელი. მაგრამ გაიტანა აგერ ტორინოში ხვიჩამ ეგ ვლაშიჩიც და მირანჩუკიც ერთმანეთზე გადაბმული.
ეხლა რაღას იტყვიან. ეხლა ხომ გამოჩნდა რომ რუსებს საერთოდ არ უნდა შეადარო ქართველი
ძლივს ნორმალურ ნაკრებს ვეღირსეთ და ვაკოს თუ არ ათამაშებენო ფეხებს დავალეწავ ევროპაში იმათო? ვის გულისხმობდა ნეტა...
მკვლელობის მუქარაც იყო.
მიხარია ვაკოს ბოდიში და გამიჯვნა მაგრამ უდიდესი შავი ლაქაა ეს მისი კარიერისთვის.
ქვეყანა კი არა საგიჟეთია რა