"ჩანაწერის შინაარსი მძიმე და მიუღებელია" - ვაკო ყაზაიშვილის განცხადება

AutoSharing Option
ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც ვაკო ყაზაიშვილის ცოლის ძმა, ნოდარ ნიშნიანიძის ლაპარაკი ისმის. აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, ნიშნიანიძე თვლის, რომ ვაკო ჩრდილოეთ მაკედონიასთან მისი ოჯახის წევრობის გამო არ ათამაშეს.

ამ საკითხს ყაზაიშვილი ფეისბუქში გამოეხმაურა და სპეციალური განცხადება გააკეთა:

"პირველ რიგში, ქართველი ფეხბურთის ქომაგებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს ბოდიშს ვუხდი ფაქტისთვის, რომელიც ჩემთვის ყველაზე მეტად მიუღებელია.
ფეხბურთის თამაში 7 წლის ასაკში დავიწყე. ყველამ, ვინც დღეს ჩვენს დიდ საფეხბურთო ოჯახს წარმოადგენს, იცის რამდენი შრომა ჩავდე ჩემი კარიერის შენებაში.
პირველად ნაკრებში 9 წლის წინ გამომიძახ
ეს და ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემს კარიერაში.

ეროვნული ნაკრების გარეშე ფეხბურთელის კარიერული ცხოვრება სრულფასოვანი არასოდესაა. ყველა ფეხბურთელისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეული სწორედ ნაკრებია და მეც არ ვარ გამონაკლისი.

ცხოვრებაში არავინ დამჭირვებია მინდორზე მოსახვედრად. ყველამ, ვისაც ფეხბურთი უყვარს, იცის რომ ჩემს მიერ გატანილი გოლების და დაშვებული შეცდომების უკან მხოლოდ მე ვდგავარ. არავინ და არაფერი ჩემი შრომისა და ფეხბურთის სიყვარულის გარდა.

ყველამ, ვინც წარმოადგენს ნაკრებს და ფედერაციას იცის, რომ ეს ჩანაწერი ყველაზე ბოლომ მოვისმინე. თქვენთვის ამ ჩანაწერში ნაკრების წევრებზე საუბრობენ და ჩემთვის მეგობრებზე. ამიტომ განსაკუთრებით მძიმე და მიუღებელია საუბრის შინაარსი ჩემთვის.

ნაკრებს აქვს ისტორიული შანსი და ამ შანსის გამოსაყენებლად ყველაფერს გავიღებ. ყველანაირ პირადულ წინააღმდეგობას გადავლახავ. ჩემთვის მთავარია არ დაზარალდეს ჩვენი დიდი საფეხბურთო ოჯახი და ამიტომ მზად ვარ მივიღო ფედერაციის ნებისმიერი გადაწყვეტილება," - დაწერა ვაკომ.

მკითხველის კომენტარები / 62 /
რას იზამ, ასე ხდება, ყველას თავისი ჰგონია შეუდარებელი და ამ კაცსაც ჰგონია, რომ მისი სიძე ყველას სჯობია. წავიკითხე ბევრი უგნური გამოხმაურება, ვერ გავიგე რაში ადანაშაულებთ ვაკოს და სად და რად უნდა წავიდეს?
ჟორა გაბრიჭიძე
01 ოქტომბერი 2022 21:55
26
მეგობრებო, ვაკოს რას ვერჩით. მე არ ვიცნობ მისი ცოლის ძმის ნაბჟუტურალს, მაგრამ რაც ვაკოს განცხადებიდან და ამ კომენტარებიდან გავიგე, რეალობა ის არის, რომ ვაკო ემიჯნება ცოლის ძმის ლაყბობას და ყველაზე მეტად არის გამწყრალი იმ "არამკითხეს" გამო, ფსიქოლოგიურდაც ყველაზე მეტად არის დაზარალებული. მას ახლა ჩვენი თანადგომა და დახმარება სჭირდება და არა ასეთი გარიყვა.
ამი
01 ოქტომბერი 2022 21:55
18
გვახსოვს, კარიმ ბენზემას ნაცნობი რომ აშანტაჟებდა ვალბუენას და ამის გამო კარიმ ბენზემა გააგდეს ნაკრებიდან. პრინციპში, აქაც შანტაჟთან გვაქვს საქმე, თან სამწვრთნელო შტაბის წევრს ესაუბრება, ვინმე გამვლელს კი არა. თუ ნაკრებიდან საბოლოოდ არ გააგდებენ, რაც ნამდვილად ზედმეტი იქნება, თან ვაკომ კარგი და სწორი წერილი დაწერა, რამდენიმე მატჩიანი დისკვალიფიკაცია მაინც უნდა მისცენ, როგორც საჩვენებელი სასჯელი, სხვებმა მომავალში ეგეთი "ბლატავი" რომ არ დაიწყონ.
რობერტ კემბელი
01 ოქტომბერი 2022 21:47
2
ეხლა რა აზრი აქვს განცხადების გაკეთებას იუთუბზე ვიდეო რომ დევს რაღაც იარაღის ჩადებაზე რომ ბაზრობენ და იძახის ვაკო ჩემი ოჯახის წევრია ეგ ტიპიო აი მანდ დასრულდა ყველფერი... ხო იცი რა კრიმინალიც არის რატომ არ ემიჯნები თავიდანვე
რიკი
01 ოქტომბერი 2022 21:41
2
ყველაფრიდან გამომდინარე ალბათ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება რომ დროებით ჩამოშორდეს ნაკრებს.
juve
01 ოქტომბერი 2022 21:31
6
ყაზაიშვილს უნდა შერცხვეს პირველ რიგში იმ ბიჭების თვალებში ჩახედვა ვისაც მისი ცოლისძმა შეთხელებით და კარიერის დანგრევით ემუქრება, ფედერაციის გადაწყვეტილებას კი არ უნდა დაელოდოს, ბოდიში უნდაოიხადოს და წავიდეს. ფედერაციას, სამწვრთნელო შტაბს და ნაკრების ყველა წევრს კი სრული მხარდაჭერა, ყველა გულშემატკივარი უნდა დაუდგეს გვერდში და დაუდგება კიდეც, ფედერაციის დღევანდელმა ხელმძღვანელობამ მოახერხა ფეხბურთი დისტანცირებული ყოფილიყო რაიმე ტიპის ჩარევებისგან, ამიტო ვერ ინელებენ და იმუქრებიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველა გულშემატკივარი, მთელი საფეხბურთო სამყარო და მთელი საქართველო დაუდგება ფედერაციას გვერდით და ამ ხორცმეტებს კიდე ერთხელ დაანახებს რო მათი დრო წავიდა და არც არასოდეს დაბრუნდება სპორტში
ტატო
01 ოქტომბერი 2022 21:29
3
ღირსეული განცხადებაა! ამ კრიმინალ ცოლისძმას კიდე რა უნდა, რატომ ეჩხირება იქ, სადაც მისი საქმე არაა. იკაცა მისი ჭკუით.
ყოჩაღ
01 ოქტომბერი 2022 21:17
4
სად ვნახო აუდიოჩანაწერი?
.
01 ოქტომბერი 2022 21:05
1
ესე იგი ჩემმა მულმა რომ რამე იბჟუტუროს, ჩემი აზრისაგან განსხვავებული, თუნდაც მე მეხებოდეს, მე რა შუაში ვიქნები??? ცოლისძმა რას იტყვის რა ამ კაცის ბრალია
ლია
01 ოქტომბერი 2022 21:03
29
ყაზაიშვილს იმედია აღარასოდეს ვიხილავ ნაკრებში.
ზურა
01 ოქტომბერი 2022 21:00
29

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული