"ჩანაწერის შინაარსი მძიმე და მიუღებელია" - ვაკო ყაზაიშვილის განცხადება

AutoSharing Option
ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც ვაკო ყაზაიშვილის ცოლის ძმა, ნოდარ ნიშნიანიძის ლაპარაკი ისმის. აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, ნიშნიანიძე თვლის, რომ ვაკო ჩრდილოეთ მაკედონიასთან მისი ოჯახის წევრობის გამო არ ათამაშეს.

ამ საკითხს ყაზაიშვილი ფეისბუქში გამოეხმაურა და სპეციალური განცხადება გააკეთა:

"პირველ რიგში, ქართველი ფეხბურთის ქომაგებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს ბოდიშს ვუხდი ფაქტისთვის, რომელიც ჩემთვის ყველაზე მეტად მიუღებელია.
ფეხბურთის თამაში 7 წლის ასაკში დავიწყე. ყველამ, ვინც დღეს ჩვენს დიდ საფეხბურთო ოჯახს წარმოადგენს, იცის რამდენი შრომა ჩავდე ჩემი კარიერის შენებაში.
პირველად ნაკრებში 9 წლის წინ გამომიძახ
ეს და ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემს კარიერაში.

ეროვნული ნაკრების გარეშე ფეხბურთელის კარიერული ცხოვრება სრულფასოვანი არასოდესაა. ყველა ფეხბურთელისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეული სწორედ ნაკრებია და მეც არ ვარ გამონაკლისი.

ცხოვრებაში არავინ დამჭირვებია მინდორზე მოსახვედრად. ყველამ, ვისაც ფეხბურთი უყვარს, იცის რომ ჩემს მიერ გატანილი გოლების და დაშვებული შეცდომების უკან მხოლოდ მე ვდგავარ. არავინ და არაფერი ჩემი შრომისა და ფეხბურთის სიყვარულის გარდა.

ყველამ, ვინც წარმოადგენს ნაკრებს და ფედერაციას იცის, რომ ეს ჩანაწერი ყველაზე ბოლომ მოვისმინე. თქვენთვის ამ ჩანაწერში ნაკრების წევრებზე საუბრობენ და ჩემთვის მეგობრებზე. ამიტომ განსაკუთრებით მძიმე და მიუღებელია საუბრის შინაარსი ჩემთვის.

ნაკრებს აქვს ისტორიული შანსი და ამ შანსის გამოსაყენებლად ყველაფერს გავიღებ. ყველანაირ პირადულ წინააღმდეგობას გადავლახავ. ჩემთვის მთავარია არ დაზარალდეს ჩვენი დიდი საფეხბურთო ოჯახი და ამიტომ მზად ვარ მივიღო ფედერაციის ნებისმიერი გადაწყვეტილება," - დაწერა ვაკომ.

მკითხველის კომენტარები / 62 /
რატო დატოვოოს? სასტარტოში ითამაშოს ? ანუ რასაც ის აკაჩავებს ისე მოვიქცეეთ? მაშინ რატო ლანძღავთ ვათამაშოთ სულ სასტარტოში და იყოს ნაკრებში! თუ იმის ჭკუაზე არ წავალთ რააზრიაქ გამოძახებაას?
10 წუთის გამო გარემო გააFუჭოს ? იყოს კორეაში ფული იშოვოს
giorgi
01 ოქტომბერი 2022 22:59
10
ეგრე ხდებოდა 90 იანებიდან მოყოლებული ნაკრებშიც კლუბებშიც და ნაკრებებშიც ზოგან ნათესაობით ლაგდებოდა ზოგან ფულით და ზოგან კიდე ერეოდნენ ავტორიტეტები ტრანსფერი იყო თუ გუნდში ფეხბურთელის მოწყობა ყველგან წილში იჯდნენ ძველი ბიჭები ქურდები ისინი ალაგებდნენ ამ თემებს ვისაც პატრიონი ჰყავდა ის თამაშობდა ახლა ამ ნაკრებში ყაზაიშვილი ნამდვილად იყო ლიდერი მაგრამ მაგის დრო უკვე წავიდა მაგან თავად აირჩია ყველაზე არაასაფეხბურთო ქვეყნებში კარიერის გაგრძელება და დღეს ვაკოს პოზიციაზე გყავს ჩვენ კვარა ჩაკვეტაძე კიტეიშვილი და ფიზიკურად აღარ არის მისთვის ძირითადში ადგილი თორემ 4-5 წლის წინ ძირითადის ფეხბურთელი კიარა ლიდერი იყო.
ლევან
02 ოქტომბერი 2022 00:37
2
ჩვენ არაფერი გვეშველება
ბაჩი
02 ოქტომბერი 2022 00:04
3
სოლიდარობა ვაკო ყაზაიშვილს.
ნიკო
02 ოქტომბერი 2022 00:59
45
რას იზამ, ასე ხდება, ყველას თავისი ჰგონია შეუდარებელი და ამ კაცსაც ჰგონია, რომ მისი სიძე ყველას სჯობია. წავიკითხე ბევრი უგნური გამოხმაურება, ვერ გავიგე რაში ადანაშაულებთ ვაკოს და სად და რად უნდა წავიდეს?
ჟორა გაბრიჭიძე
01 ოქტომბერი 2022 21:55
26
ვიღაც ქუჩის ბიჭი ტელეფონში რაღაც ბლატებს წევს. ვაკო რა შუაშია
Semi
01 ოქტომბერი 2022 20:56
42
ვერ ვხსნიდი რა უნდოდა სასტარტოში ვაკოს ბულგარეთთან თბილისში ჩატარებულ მატში? ახლა გასაგენია ყველაფერი. კაშია რა ხდება, რატომ დუმხარ? რა მაგალითს აძლევ ახალ თაობას? თქვი სიმართლე.
ქომაგი
02 ოქტომბერი 2022 07:39
1
სად ხართ რამიშვილის და ყანდიაშვილის ტროლებო?შეშენებული ზიხართ ალბათ ოთახში..მთელი ფედერაციაა ააწრიალა,ჯიგარია ვინც არის..
სიმართლე
02 ოქტომბერი 2022 12:38
27
რამ დაუზიანა ამ ფეხბურთელებს მენტალიტეტი მაგრად მაინტერესებს. ყველა ასეთ ტიპებთან რატო იჭერს კავშირს და მეგობრობს?!!!
დავით
02 ოქტომბერი 2022 14:56
1
ცოლის ძმა არის მისი
.
02 ოქტომბერი 2022 15:09
0
რა მაინტერესებს.
სადაა ის ხალხი სანაიას და მაგდას რო აგინებდა?
გასაგებია, შალვას კანტორის ბიჭებს და გოგოებს არ აწყობთ ეს თემა.
მაგრამ იმ კომენტარების ავტორების ათი პროცენტი ხო მაინც რეალური პიროვნებები იყვნენ და თავიანთი ჭკუით ხვიჩას ეხმარებოდნენ იმით, რასაც წერდნენ.
აი ეგ ხალხი რას ფიქრობს და რას წერს ახლა ნეტა?
ვაცლავ ჰაველი
02 ოქტომბერი 2022 12:06
10
ზონდერებმა წესივრად ვერ იმუშავეს . ჯერ მარტო შაქარაშვილის მკვლელობა ადასტურებს მაგას
joxi.
02 ოქტომბერი 2022 01:52
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული