"ჩანაწერის შინაარსი მძიმე და მიუღებელია" - ვაკო ყაზაიშვილის განცხადება

AutoSharing Option
ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც ვაკო ყაზაიშვილის ცოლის ძმა, ნოდარ ნიშნიანიძის ლაპარაკი ისმის. აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, ნიშნიანიძე თვლის, რომ ვაკო ჩრდილოეთ მაკედონიასთან მისი ოჯახის წევრობის გამო არ ათამაშეს.

ამ საკითხს ყაზაიშვილი ფეისბუქში გამოეხმაურა და სპეციალური განცხადება გააკეთა:

"პირველ რიგში, ქართველი ფეხბურთის ქომაგებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს ბოდიშს ვუხდი ფაქტისთვის, რომელიც ჩემთვის ყველაზე მეტად მიუღებელია.
ფეხბურთის თამაში 7 წლის ასაკში დავიწყე. ყველამ, ვინც დღეს ჩვენს დიდ საფეხბურთო ოჯახს წარმოადგენს, იცის რამდენი შრომა ჩავდე ჩემი კარიერის შენებაში.
პირველად ნაკრებში 9 წლის წინ გამომიძახ
ეს და ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემს კარიერაში.

ეროვნული ნაკრების გარეშე ფეხბურთელის კარიერული ცხოვრება სრულფასოვანი არასოდესაა. ყველა ფეხბურთელისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეული სწორედ ნაკრებია და მეც არ ვარ გამონაკლისი.

ცხოვრებაში არავინ დამჭირვებია მინდორზე მოსახვედრად. ყველამ, ვისაც ფეხბურთი უყვარს, იცის რომ ჩემს მიერ გატანილი გოლების და დაშვებული შეცდომების უკან მხოლოდ მე ვდგავარ. არავინ და არაფერი ჩემი შრომისა და ფეხბურთის სიყვარულის გარდა.

ყველამ, ვინც წარმოადგენს ნაკრებს და ფედერაციას იცის, რომ ეს ჩანაწერი ყველაზე ბოლომ მოვისმინე. თქვენთვის ამ ჩანაწერში ნაკრების წევრებზე საუბრობენ და ჩემთვის მეგობრებზე. ამიტომ განსაკუთრებით მძიმე და მიუღებელია საუბრის შინაარსი ჩემთვის.

ნაკრებს აქვს ისტორიული შანსი და ამ შანსის გამოსაყენებლად ყველაფერს გავიღებ. ყველანაირ პირადულ წინააღმდეგობას გადავლახავ. ჩემთვის მთავარია არ დაზარალდეს ჩვენი დიდი საფეხბურთო ოჯახი და ამიტომ მზად ვარ მივიღო ფედერაციის ნებისმიერი გადაწყვეტილება," - დაწერა ვაკომ.

მკითხველის კომენტარები / 62 /
აქამდეც იქნებოდა რაღაც მსგავსი საუბრები... როგორც მინიმუმ ნაკრებიდან მოკვეთონ უნდა...
ეს ნაბო
02 ოქტომბერი 2022 09:48
5
თუ დვალუშვილი არ დატოვებს ბათუმის დინამოს შენც მაგ მაფიაში ხარ გამოდის ბერიძე
beridze
02 ოქტომბერი 2022 14:37
0
კაშიას რო ჩრდილი მიადგა მე მაგაზე მწყდება გული... დარწმუნებული ვარ კაშო არაფერ შუაშია და რო ელაპარაკა ეს ვიღაც სირთაყვა, არ ნიშნავს რო კაშომ იცოდა და არაფერი ქნა... ესე ადგე და პირდაპირ უჩივლო მეგობრის ოჯახის სახიფათო წევრს, ეგრე მარტივად არაა... კაშიასაც ყავს ოჯახი და იმიტო რო აქ ვიღაცამ არიქა კლავიატურა არ გააცხელოს კომენტარების პარტყა-პურტყითო და სასწრაფოდ ალიაქოთი აეტეხა, ეგრე არაა... გულისამრევია საერთოდ ეს თემა ცხადია, მარა წამების და წუთების თემა არ იყო რო ვინმეს სიცოცხლე გადაერჩინა... დარწმუნებული ვარ რომ ბიჭების უსაფრთხოებაზე ზრუნვაში კაშო პირველი იდგებოდა... და ვიღაც სირების გამო ამ კაი კაცს ჩირქს ნუ მოცხებთ... ყოველ შემთხვევაში მანამდე მაინც სანამ კარგად გაირკვევა რაღაცები
რა მაფიაა?
02 ოქტომბერი 2022 14:16
0
წარმატებები ვაკოს ფეხბურთში!!! ჭორიკნებს კი, ყურადღება არც უდა მიაქციოს!!!
tngh
02 ოქტომბერი 2022 15:52
17
რაზეა ლაპარაკი, იქნებ ლინკი მაინც დადოთ
ისე მაინც
01 ოქტომბერი 2022 23:20
2
დავიჯერო ნაკრების სხვა წევრებს არავინ გამოესარჩლება და პასუხს არ მოსთხოვს-ამ ავტორიტეტს? ვგულისხმობ იგივე კანონიერები და ავტორიტეტები-სხვა წევრებსაც ეყოლებათ საახლობლოში
მიმინო
02 ოქტომბერი 2022 09:50
6
პირდაპირ ეთქვა, რომ ეზარება ჩამოსვლა
ნაკრებში სათამაშოდ. არ იყო საჭირო ნომრების დადგმა. ეხლა გამოვა რომ თვითონ კი არ თქვა უარი ნაკრებში თამაშზე, არამედ ნაკრებმა თქვა მასზე უარი.
Dra
02 ოქტომბერი 2022 09:16
6
კარგით რა, რა ძირითადზე აქ პრეტენზია??. მადლობა რაც გააკეთა ნაკრებისთვის მაგრამ კარგა ხანია მაგის ფეხბურთი დაღმავალია. კორეაში რომ წახვალ სათამაშოდ ამის მერე ცოტა ამბიციებიც უნდა მოთოკო. არარი ეგ ძირითადის კაცი და ეგ ჩვენზე კარგად იციან ვინც მაგ საქმეშია კომპეტენტური და მაგიტომაც ზის დამსახურებულად სკამზე.
ირაკლი
02 ოქტომბერი 2022 23:12
2
კორეის კ ლიგა ბევრ რიგ ევრიპული ქვეყნების ჩემპიონატს ჯობია და იქ ერთერთი საუკეთესოა ვაკო,მისი გუნდი ულსანი აზიის უძლიერეს გუნდად ითვლება.
ნიკო
03 ოქტომბერი 2022 01:15
0
სად ვნახო აუდიოჩანაწერი?
.
01 ოქტომბერი 2022 21:05
1
ადრეც ვწერდი,არ უნდა გამოეᲫახაᲗ,არის მომენტი როდესაც უნდა მიხვდე,რომ უნდა წახვიდე,სამარცხვინო ფაქტი,მაგრამ ანერვიულებული კაცი რაᲦაცას იტყვის ᲨეიᲫლება ნასვამიც იყო,ვაკოს კარგი ᲗამაᲨები აქვს Ჩატარებული ნაკრებᲨი,ნაწყენი ᲨეიᲫლება იყოს,მაგრამ Თუ ვინმე უნდა იყოს ნაწყენი ეს ბერიᲫე არის ნუ არ ჯდები მწვრᲗნელის ხედვებᲨი ხდება ასეც,მე კი ვფიქრობ ასე მაგრამ Თქვე ოჯახ აᲨენებულებო რაული არ გამოიᲫახეს ნაკრებᲨი Თავის დროზე როცა რეალᲨი გლიჯავდა ყველაფერს,მე რომ ვიყო ნაკრების მწვრᲗნელი არ გამოვიᲫახებდი ყაზაიᲨვილს და გაგიკვრდებაᲗ და არც კაᲨიას.
გადადექი
02 ოქტომბერი 2022 07:51
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული