მამარდაშვილმა "ესპანიოლთან" ორი გოლი გაუშვა - "ვალენსიამ" ფრეს მიაღწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მეშვიდე ტურში „ვალენსიამ“ ჯემერტის მიერ კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით გასვლაზე ფრეს მიაღწია „ესპანიოლთან“ – 2:2.

„ღამურების“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა სამი სეივი განახორციელა, პირველ გაშვებულ გოლში მისი დადანაშაულება არ შეიძლება, მეორე გოლისას კი ბურთის მოგერიება შეეძლო.

„ვალენსია“ 10 ქულით მერვე ადგილზეა და 7 ოქტომბერს სტუმრად „ოსასუნას“ შეხვდება.

კორნელა დე ლობრეგატი. „RCDE სტედიუმი“. 19 766 მაყურებელი
ესპანიოლი - ვალენსია 2:2
გოლები: 0:1 პაულისტა (53), 1:1 ხოსელუ (56), 2:1 დარდერი (83), 2:2 ჯემერტი (90+6)

მკითხველის კომენტარები / 14 /
Mcvelic ushlida chemi azrit da mzec,burtmac saocari traeqtoria moxaza magram axlos idga iq sadac burti mifrinavda da shecda ratqmaunda,mtavaria male daiviwkos da mandraji ar daewkos momaval tamashebis dros...
Givi
03 ოქტომბერი 2022 12:53
0
აქაური ექსპერტების ხელში - დე ჰეაც სკამზე აღმოჩნდებოდა მანჩესტერში, ალისონიც ლივერპულში, ნოიერიც ბაიერნში და ვერცერთი მეკარის კარიერა შედგებოდა საერთოდ : )

1 და 2 არადამაჯერებელი თამაშის გამო მეკარეს სკამზე არავინ დასვამს ნორმალური, მთავარია სისტემატური ხასიათი არ ჰქონდეს შეცდომებს. მითუმეტეს ასეთ ასაკში. ასაკთან ერთად სტაბილურობაც მოვა.ცუდი თამაში ყველას შეიძლება ჰქონდეს
Just Supporter
03 ოქტომბერი 2022 09:16
0
ლა ლოგასი რა მეკარეების შეცდომების დღე იყოოო?
არა რუსეთს
03 ოქტომბერი 2022 06:56
1
ორივე ასაღები იყო, მარა ყველა თამასს ერთ დონეზე ვერ ჩაატარებს. ფსიქიკა ვერ უძლებს. მიეჩვევა, არაუშავს.
ლევან მაღლაკელიძე
03 ოქტომბერი 2022 02:09
1
რატოა შეცდომა? ფაქტია ბურთმა, მიმართულება შეიძველა, რეკოშეტი იყო თუ ზებუნებრივი ძალა რა მნიშვნელობა აქ?
გოგი
03 ოქტომბერი 2022 00:25
2
შეცდომების მეტი რა მინახავს, მარა ასე პენალტივით წინასწარ კუთხის არჩევა სათამაშო სიტუაციაში პირველად ვნახე.
რრრ
03 ოქტომბერი 2022 00:15
1
ეგ პირველი შემთხვევა არ არის.
მოკლედ
02 ოქტომბერი 2022 22:23
5
ასეთი გოლები თუ გაუშვა ჩააჯენენ ზაპასში.
ჯუჯი
02 ოქტომბერი 2022 21:49
4
პირველი გოლიც მისი ბრალი იყო აბა რა იყო. ჯერ ერთი ცუდი პოზიცია ქონდა შერჩეული და მეორე, ბურთს დარტყმის ძალაც არ ქონდა. უნდა მოეგიერებინა აუცილებლად!
მეორე გოლზე საერთოდ რა უნდა თქვა,ბავშვური გოლი გაუშვა!
გიორგის მეტად სტაბილურობა მართებს. კიდევ კარგი ვალენსიაში ამ ეტაპზე, მეკარის პოზოციაზე დიდი კონკურენცია არ არის,თორემ მომდევნო თამაშზე სათადარიგო სკამზე დასვამენ!
წარმატებები გიორგის...
ისევ და ისევ სტაბილურობა გიო!
cudi tamashi
02 ოქტომბერი 2022 20:43
15
ნუ გაუხურეთ საქმე, მამარდაშვილია, სამჭკუაშვილი ხომ არ არის?
აბესალომი
03 ოქტომბერი 2022 00:18
1
ნახევარი ნაბიჯი უნდა გადაედგა აიგებდა პირველ ბურთს რათქმაუნდა მისი ბრალი იყო მეორეზე არც არი საუბარი
Soso
02 ოქტომბერი 2022 21:53
1
ეგ თუ რეკოშეტია არ იყო, როგორ გაუშვა ტო? კიდე კაი იმათმა მეკარემ გადაფარა მამარდას შეცდომა.Dდდ
რრრ
02 ოქტომბერი 2022 19:26
4
რიკოშეტი იყო, აბა რა?
დათო
02 ოქტომბერი 2022 22:46
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული