შოთა არველაძე: "ჰალ სიტიმ" ერთ-ერთი მთავარი ოცნების ახდენის შესაძლებლობა მომცა

AutoSharing Option
"ჰალ სიტის" მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ შოთა არველაძემ თავის "ფეისბუქის" გვერდზე კომენტარი გამოაქვეყნა:

"იმ კუნძულზე მუშაობა და ცხოვრება, რომელიც ნებისმიერი მწვრთნელისთვის და ფეხბურთელისთვის საოცრებათა ქვეყანაში მოგზაურობას ჰგავს, ბედნიერებას მანიჭებს და მიხარია, რომ "ჰალ სიტიმ" ერთ-ერთი მთავარი ოცნების ახდენის შესაძლებლობა მომცა. კლუბის შენების პროცესი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ახალი მფლობელის ხელში ხვდება და განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, როგორიც ინგლისია, წარმოუდგენლად რთულია. ამჯერად ეს ამბავი ისე არ გამოვიდა, როგორც ამას ყველა ვისურვებდით 8 თვის წინ, როცა ჩემპიონშიფში სადებიუტო მატჩი მქონდა.

მინდა აჯუნს და
მის გუნდს ამ რთულ გზაზე დიდი წარმატება ვუსურვო. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ იმ საქმის ბოლომდე მიყვანა იმ ფორმით, როგორც შევთანხმდით და როგორც ამის დასაწყისში გვჯეროდა. არის საკითხები, რომლებსაც დროსთან ერთად სწორი მიდგომა სჭირდება. საბოლოოდ, რიგ საკითხებზე შეუთანხმებლობამ დააშორა ჩვენი პოზიციები ერთმანეთისას, რაც გახდა კიდეც ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. თუმცა, ამის მიუხედავად, იმედი მაქვს, "ჰალ სიტი" წარმატებული კლუბი გახდება.

მადლობას ვუხდი "ვეფხვების" სტაფის ყველა წევრს, ასისტენტებს, თანამშრომლებს, მთავარი გუნდის, აკადემიისა და სტადიონის პერსონალს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ფეხბურთელებს, რომლებთან ერთადაც ამ პერიოდის მანძილზე ვიმუშავე. მადლობას ვუხდი მედიას რთულ და ინტენსიურ რეჟიმში თანამშრომლობისთვის. მთავარი მადლობა კი ფანებს ეკუთვნით, რომელთა მხარდაჭერა და შეძახილი Arveladze We’ve got... ჩემი კარიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი იქნება".

მკითხველის კომენტარები / 9 /
შოთი მაგარი კაცი და ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელია ბრავო შოთი
გიო 9
21 ოქტომბერი 2022 11:32
0
Თქვენ ვინმეს გგონიათ არველაძეებს ძალიან უხარიათ ხვიჩას წარმატება? Უხარიათ კი არა ბოღმისგან სკდებიან.აბა ის ძალათ ფეხბურთელი იყოს(ბაქოში ბურთის მომწოდებლად რო წაიყვანეს) ხვიჩას ნახევარი და ნახავდით რა დღეში იქნებოდნენ.
Ბაბუაწვერა
04 ოქტომბერი 2022 19:14
4
ამატმა ტბილისლებს პეხბურდი სჰეგვაზიზგა. ,,აპერისტები არიან,,
mesi
04 ოქტომბერი 2022 14:08
6
1 ქართველს რომ არ წაიყვან ინგლისში ასეთი შანსი როდესაც გაქვს მეტის ღირსი ხარ!!!!არ ევასება ამ კაცს ქართველების თავის გუნდში წაყვანა და მოკალი თუ გინდა მაგრამ ეს ფაქტია!!ნუ დამიწყებთ ეხლა რომელი ქართ ელიაო იმ დო ის ჩემპიონშიპი რო გაქაჩოსო!ვინც ყავდა გუნდში მაგათ ასი თავით ჯობიან აზაროვი ზურიკო ლობჟანიძე გაგნიძე ბუდუ ჟორჟიკა კაკაბაძე კვირკველია თუნდაც და რავიცი
ლუკიტო
04 ოქტომბერი 2022 13:27
6
ეგენი ბევრჯერ ინანებენ საუკეთესო ქართველი მწვრთნელი რო გამოაგდეს
1.2.3.4.5.6.
04 ოქტომბერი 2022 12:30
7
რავი ჩისკოზე კი თქვა ამის ძმამ ჯერ მწვრთნელობა ისწავლოსო...გამოჩნდა აბანოში თეთრი და შავი?!
Ბაბუაწვერა
04 ოქტომბერი 2022 09:55
1
შოთა იყო ძალიან კარგი ფეხბურთელი,ჟილკიანი, გულიანი, გოლზე დაგეშილი. არც მწვრთნელია ურიგო, მაგრამ ჯერ კიდევ აკლია სამწვრთნელო ცოდნა და გამოცდილება, რაც დიდ კლუბში მუდაობისას აუცილებელია, ამასაც მიიღებს დროთა განმავლობაში.
P.S. მე მგონი შოთიკოსგან მწვრთნელზე გაცილებით უკეთესი პოლიტიკოსი დადგებოდა!
G.A.L.
04 ოქტომბერი 2022 08:50
12
შოთა ჩემთვის პირადად რატომ ვერ არის მაღალი დონის მწვრთნელი ვიტყვი, გარდა იმის რომ ფახთაქორის გარდა არსად შედეგი არ ჰქონია და ყველგან გაათავისუფლეს: უმაღლესი დონის მწვრთნელს ხომ უნდა ჰქონდეს უნარი ნიჭიერი ახალგაზრდა შეამჩნიოს და მერე გაზარდოს. ასეთი რამ ჯერ არ ჰქონია კარიერაში როგორც ვიცი. პრინციპში დროსაც არ აძლევდნენ საკმარისს, მაგრამ მე ის ვერ მიპატიები, მწვრთნელმა კაცმა ხვიჩაზე როგორ თქვა, ოვერმარსმა მითხრა ეგ კონტრშეტევების ფეხბურთელიაო და ესეც არ შეეწინააღმდეგა, დაეთანხმა. თუნდაც მანდ გამოჩნდა რომ ვერ გრძნობს ბოლომდე ფეხბურზტელებს როგორვ მწვრთნელი.



აი ამიტომ
04 ოქტომბერი 2022 01:29
6
არველაძეები სამივე ძმა მედროვეები არიან,,იმიტო არ შეეწინააგმდეგა ოვერმარსს რო არ აწყობდა რაგაც რაგაცეები,,თუნდაც ის რო სადაც იმუშავა მწვრთნელად არსად არ წაიყვანა ქართველი ფეხბურთელ(ებ)ი ბევრ რამეზე მეტყველებს,,ღმერთმა ხელი მოუმართოს მარა მასზე მეტად პატრიოტებიც არსებობენ და მეტად მცოდნეებიც,,თურქები ხო მიყავს ხოლმე რაც მთავარია რათ უნდა ქართველები
გელა
04 ოქტომბერი 2022 11:15
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული