დავითაშვილის ჩინებული საგოლე გადაცემა - "ბორდომ" გაიმარჯვა და გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთში ისევ გამოიჩინა თავი.

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-10 ტურში „ბორდომ“ გასვლაზე „ლავალი“ 2:1 დაამარცხა.

სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა დავითაშვილმა წინა ტურში, სადებიუტო მატჩში, გამარჯვების გოლი გაიტანა, ამჯერად კი საგოლე გადაცემა გააკეთა. როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ის კონტრშეტევისას საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა, ფინტებით მარჯვნივ შეიწია და ჰონდურასელ თავდამსხმელ ალბერტ ელისს ქუსლით საგოლე პასი გაუკეთა. ზურიკო 82-ე წუთზე შეცვალეს, ჟირონდელებმა კი კვლავ გაიმარჯვეს.

„ბორდო“ 20 ქულით ლიდერია და 8 ოქტომბერს „მეცს“ უმასპინძლებს, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე იცავს.

ლავალი. „ფრანსის
ლე ბასერი“

ლავალი - ბორდო 1:2
გოლები: 0:1 მაჯა (5), 1:1 მაჯიოტი (56), 1:2 ელისი (69)

altდებიუტიც ასეთი უნდა - ზურიკომ საფრანგეთში გამარჯვების გოლი გაიტანა! [VIDEO]

alt"ზურიკოსგან ეს ყველამ დავინახეთ... გეტყვით, მასში განსაკუთრებულად რა მომეწონა" - "ბორდოს" მწვრთნელმა დავითაშვილზე ისაუბრა

alt"ლეო მესი არის არგენტინელი დავითაშვილი" - "ბორდოს" გულშემატკივარმა საქართველოს ჰიმნი შეძლებისდაგვარად იმღერა და ზურიკოც შეაქო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
რა კომენტარებია ვერ გავიგე ვინმეს მონაყოლით აკომენტარებთ?
ზურიკომ დიაგონალურად მთელი საჟარიმო და დაცვა "გადახნა" და მერე გააკეთა ქუსლით პასი - რა ვერ დაინახეთ?
ზურას ერთ ნაკლს ვამჩნევ: ფეხის ტერფებზე მყარად ვერა დგას, თითის წვერებით დარბის "ქართულის" მოცეკვავესავით, ამიტომ ხშირად ეცემა.
გაუსწოროს ვინმე სპეციალისტმა სანამ ახალგაზრდაა კარგი იქნება!
პლეხანოვზე გაზრდილი
13:54 04-10-2022
2
ზურიკო საუკეთესო ხარ.
ლუკა
13:19 04-10-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული