ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ხვიჩას დაზიანება? არაფერი საგანგაშო, "კვარა" "კრემონეზესთვის" მზად იქნება

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში "ნაპოლიმ" "აიაქსი" 6:1 გაანადგურა.

ხვიჩა კვარაცხელიამ თავი გოლითა და ასისტით გამოიჩინა.

შეხვედრის მიმდინარეობისას "კვარას" დუშან ტადიჩმა უხეშად დააბიჯა, რის შემდეგაც ქართველს ფეხზე ძლიერი ტკივილი აწუხებდა... გაიტანა გოლი და სპალეტის შეცვლაც სთხოვა.

Geo Team-ის ცნობით, ხვიჩა თავს კარგად გრძნობს, დაზიანება არ აწუხებს და მომდევნო ტურში (9 ოქტომბერს, "კრემონეზესთან) სათამაშოდ მზად იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ