"მატჩის შემდეგ ხვიჩამ ბოდიში მოიხადა" - სპალეტიმ "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option

გუშინ, 4 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, "ნაპოლი" "აიაქსს" ესტუმრა და 6:1 გაანადგურა. მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, ქართველმა გოლის გატანა და საგოლე პასის შესრულება შეძლო.

"პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენციაზე "კვარას" შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხვიჩამ იმ 2 მომენტის გამო ბოდიში მოიხადა, როცა თანაგუნდელებს პასი არ გაუკეთა. იტალიელის თქმით, ჟურნალისტები 21 წლის გარემარბზე დიდ ზეწოლას ახდენენ, რაც მასზე ცუდად აისახება.

"გამარჯვება საიდან მოდის? გუნდური თამაშის გ

არეშე ჩემპიონობის მოპოვება წარმოუდგენელია. ძლიერი ინდივიდუალისტები გვყავს, თუმცა გუნდურობა არ უნდა დაიკარგოს. ლოსანო და კვარაცხელია მცველებს ხშირად ეხმარებოდნენ. ხვიჩამ ბოდიში მოიხადა 2 ეპიზოდისთვის, როდესაც თანაგუნდელებს პასი არ გაუკეთა.

ის ძლიერია და შეუძლია გააკეთოს ის, რაც მოსწონს? არა, ასე არ არის, რადგან როდესაც თანაგუნდელი თავისუფალია და მას არ იმჩნევ, მეორე ეპიზოდში იმავეს თვითონ გააკეთებს. თქვენ აშორებთ კვარაცხელიას გუნდს და არა მე, როდესაც მუდმივად მასზე საუბრობთ და თვლით, რომ ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ხვიჩა კარგად მოიქცა და ბოდიში მოიხადა. გოლები ყველამ გაიტანა და არამხოლოდ რასპადორიმ, ოლივეირამ დიდებული საგოლე პასი გაუკეთა. აღიარება გუნდური შედეგებით მოდის და არა ინდივიდუალურით" - განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელია. "პარტენოპეი" 9 ოქტომბერს, სერია A-ს მე-9 ტურში, "კრემონეზეს" ესტუმრება.

alt"მტაცებელივით მოქმედებს - ვან გოგი? არა, კვარავაჯო" - "ნაპოლი" ხვიჩაზე

altხვიჩას დაზიანება? არაფერი საგანგაშო, "კვარა" "კრემონენზესთვის" მზად იქნება

altხვიჩას გოლი და საგოლე გადაცემა - "ნაპოლის" "აიაქსი" ბრდღვნად არ ეყო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 45 /
P.S.
რაც Შეეხება სპალეტის, გადახედეᲗ მის კარიერას. აბსოლუტურად ყველა გუნდᲨი საუკეᲗესო მოᲗამაᲨესᲗან ქონდა პრეტენზიები და კონფლიქტები რაც ნიშნავს იმას რომ ან უბრალოდ დაკომპლექსებულია როცა მასზე მეტად სხვას აქებენ, ან ლიდერისგან ყველაზე მეტს მოიᲗხოვს. ორივე ᲨემᲗხვევაᲨი მე ამაყი ვარ, რადგან ეს ნიᲨნავს რომ Ჩვენი ბიᲭი საუკეთესო ნაპოლიᲨი❤️
ბექა
05 ოქტომბერი 2022 16:12
4
რომ არა ხვიᲩას ᲦვᲗისგან დამადლებული ნიᲭი, სპალეტი უკვე გადააქცევდა საᲨუალო დონის ფეხბურᲗელად როგორიც უამრავია ევროპაში. ის რაც მას ხდის უნიკალურს და ალაპარაკრბს ანრის და სხვა ფეხბურᲗის გურუებს, არ მოსწონს სპალეტის და აი გული მისკდება. ამ ᲗამაᲨᲨი იყო კარგი და ტორინოსᲗან ერᲗი ერᲗზე დარᲩენილია მცველᲗან და პარტნიორს ეᲫებდა რომ პასი გაეკეᲗებინა. გული მომიკვდა, ხვიᲩას რომელიც ᲨვედეᲗის, ესპანეᲗის, საბერძნეთის დაცვას არᲦვევს არის ᲨებოᲭილი სპალეტის ხელᲨი. ნეტა ვცდებოდე, ნეტა მეᲩვენებოდეს, უბედნიერესი ვიქნები.
Ჩემი მესამე კომენტარია ამ სტატიაზე და ბოდიᲨი Ჩემო ქარᲗველებო, მაგრამ ეს რომ არ დამეწერა არ ვიქნებოდი Ჩემ ᲗავᲗან და ხვიᲩასᲗან მარᲗალი იმიტომ რომ არაფერი საბოდიᲨო მას არ გაუკეᲗებია. ბოდიᲨი სპალეტის უნდა მოიხადოს!!!
ბექა
05 ოქტომბერი 2022 16:24
6
გაიხარე ხვიჩა ჩვენი გახარებისთვის. წარმატებები. მეგობრებო, ქართველებო, ნაპოლის გვერდზე ზედმეტი აქტიურობით უნებურად უხერხულობა არ შევუქმნათ სპალეტისთან და თავისი გუნდის სხვა მოთამაშეებთან. გთხოვთ ამას ყურადღება მივაქციოთ. წვრილმანია, მაგრამ ზოგჯერ წვრილმანებსაც აქცევენ ყურადღებას. ისინიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან. პრესკონფერენციაზეც ქართველი ჟურნალისტისგან ყოველ ჯერზე ხვიჩაზე კითხვის დასმაც უკვე ზედმეტი მგონია. ჩვენ კი გვიხარია, მაგრამ უნებურად რამე არ გავაფუჭოთ!!!
კობა
05 ოქტომბერი 2022 13:31
1
ეს კაცი ძლიერი მწვრთნელია და გუნდისთვის მუშაობს. ხვიჩას თამაშის ხარისხი თამაშიდან თამაშამდე იზრდება, შეფასებებიც ემატება და ემატება. ეს პირველ რიგში ნაკლებად დაკარგული ბურთების და დაცვაში ხშირი ორთაბრძოლების ხარჯზეა. როცა პასს არ აკეთებ და შენ თავზე იღებ თამაშს მაშინ პასუხისმგებლობაც უნდა აიღო მომენტის დასრულებაზე. გაიხსენეთ ხალხო მესი, მხოლოდ დრიბლინგების კეთებით და გოლებით არის გამორჩეული თუ პასის გაცემის კულტურითაც? კიდევ რჩევის მიცემა როდიდან გახდა კრიტიკა? სპალეტი უბრალოდ როგორც ყველა იტალიელი ხმამაღლად საუბრობს იმას რასაც ფიქრობს. რითი იყო გასულ მატჩში ლოსანო, რასპადორი, ლობოტკა ან ანგისა ხვიჩაზე ნაკლები? ნაკლები სამუშაო გასწიეს?
semi
05 ოქტომბერი 2022 11:54
3
კარგი სიტყვებია, ,,რადგან როდესაც თანაგუნდელი თავისუფალია და მას არ იმჩნევ, მეორე ეპიზოდში იმავეს თვითონ გააკეთებს''! ხვიჩას წარმატების საიდუმლო კი თავმდაბლობასა და ნიჭშია, ყველაფერი წინ აქვს ამ ოქროს ბიჭს
ნერაძური
05 ოქტომბერი 2022 13:32
2
შენი ჩემი ძმა საგოლე პასებს და მოპოვებულ პენალტებს არ ცნობ თუ რაია ბიჯო? ამ თამაშში პირველი გოლის საკვანძო პასი კვარასი იყო მოძრაობა იდეალური მაგის მერე მერე უმნისვნელოვანესი გოლის საგოლე პასი გააკეთა ... მილანთან? ლაციოსთან? რეინჯერსთან?
კრაზანა
05 ოქტომბერი 2022 14:58
5
მართლა ვერაფერი გავიგე რა, მაშინ ადგეს და ყველა ფეხბურთელმა ყველა შეცდომაზე ბოდიშები იხადონ რა.
რრრ
05 ოქტომბერი 2022 12:43
5
რა უნდა ამ კაცს, რატომ შურს, ვერ გავიგე, ამ რას ჭორაობს შიდა გუნდურ საქმეებს გარეთ?! ვინმე პასუხის გამცემი არ არის მანდ?
ირაკლი
05 ოქტომბერი 2022 12:47
21
აი ყველაფერი, რასაც სპალეტი ამბობს ემსახურება იმას, რომ ხვიჩა უფრო სრულყოფილი ფეხბურთელი გახდეს და საკუთარი პოტენციალი გამოიყენოს, აქ კიდე ვინც ლანძღავს უბრალოდ რეალობის აღქმა არაქვთ და კვარაზე ბრმად უნდათ, რაღაც საფეხურების გარეშე რომ ყველამ აღიაროს და მის ნაკლს არც ხედავენ, მორჩით ამ გაკერპებას და მიეცით საშუალება კვარას განვითარდეს
სახ
05 ოქტომბერი 2022 13:50
2
არა უდავოდ დიდი სპეციალისტი რომაა ფაქტია.კარგად თქვა,შენ არ მისცემ და მერე იგივეს ის გაგიკეთებსო.მწვრთნელია და გუნდზე ფიქრობს,შედეგზე.კვარამაც როგორ მოუმატა და კიდევ მოუმატებს მის ხელში.წარმსტებები ნაპოლის.პ.ს.დამავიწყდა სოფლის გუნდის მიწერა....
კახა ქ.
05 ოქტომბერი 2022 11:58
2
არ არის ხვიჩას საქმე დაცვაში ჩასვლა. დიდად ვერც ვერაფრით ეხმარება, მალეც იღლება და წინაც ნაკლებ პროდუქტიულია. თანაც ტრავმის მიღების შანსიც მეტი აქვს. იდიოტია სპალეტი, გვიან მიხვდება რომ ხვიჩას სრული თავისუფლება უნდა მიცეს როგორც სლუცკი აძლევდა.
რეზო
05 ოქტომბერი 2022 12:02
14
Თუ მალე იღლება და დაცვაში არ უნდა ჩავიდეს ფეხბურთელიც არ ყოფილა
ირაკლი ქუთაისელი
05 ოქტომბერი 2022 16:49
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული