ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"მატჩის შემდეგ ხვიჩამ ბოდიში მოიხადა" - სპალეტიმ "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option

გუშინ, 4 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, "ნაპოლი" "აიაქსს" ესტუმრა და 6:1 გაანადგურა. მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, ქართველმა გოლის გატანა და საგოლე პასის შესრულება შეძლო.

"პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენციაზე "კვარას" შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხვიჩამ იმ 2 მომენტის გამო ბოდიში მოიხადა, როცა თანაგუნდელებს პასი არ გაუკეთა. იტალიელის თქმით, ჟურნალისტები 21 წლის გარემარბზე დიდ ზეწოლას ახდენენ, რაც მასზე ცუდად აისახება.

"გამარჯვება საიდან მოდის? გუნდური თამაშის გ

არეშე ჩემპიონობის მოპოვება წარმოუდგენელია. ძლიერი ინდივიდუალისტები გვყავს, თუმცა გუნდურობა არ უნდა დაიკარგოს. ლოსანო და კვარაცხელია მცველებს ხშირად ეხმარებოდნენ. ხვიჩამ ბოდიში მოიხადა 2 ეპიზოდისთვის, როდესაც თანაგუნდელებს პასი არ გაუკეთა.

ის ძლიერია და შეუძლია გააკეთოს ის, რაც მოსწონს? არა, ასე არ არის, რადგან როდესაც თანაგუნდელი თავისუფალია და მას არ იმჩნევ, მეორე ეპიზოდში იმავეს თვითონ გააკეთებს. თქვენ აშორებთ კვარაცხელიას გუნდს და არა მე, როდესაც მუდმივად მასზე საუბრობთ და თვლით, რომ ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ხვიჩა კარგად მოიქცა და ბოდიში მოიხადა. გოლები ყველამ გაიტანა და არამხოლოდ რასპადორიმ, ოლივეირამ დიდებული საგოლე პასი გაუკეთა. აღიარება გუნდური შედეგებით მოდის და არა ინდივიდუალურით" - განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელია. "პარტენოპეი" 9 ოქტომბერს, სერია A-ს მე-9 ტურში, "კრემონეზეს" ესტუმრება.

alt"მტაცებელივით მოქმედებს - ვან გოგი? არა, კვარავაჯო" - "ნაპოლი" ხვიჩაზე

altხვიჩას დაზიანება? არაფერი საგანგაშო, "კვარა" "კრემონენზესთვის" მზად იქნება

altხვიჩას გოლი და საგოლე გადაცემა - "ნაპოლის" "აიაქსი" ბრდღვნად არ ეყო [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ