ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კვარაცხელია-ლოჩოშვილის დაპირისპირება არ შედგება? - ხვიჩა სერია A-ს შემდეგ მატჩს გამოტოვებს?

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა, იტალიის სერია A-ს შემდეგ ტურში სათადარიგო სკამზე იყოს. 

როგორც იცით, კალჩოს მორიგ ტურში ჩვენებურების დაპირისპირება შედგება, ხვიჩას "ნაპოლი" ლოჩოშვილის "კრემონეზეს" სტუმრობს. 

მოგეხსენებათ, "კვარამ" დაზიანება ჩემპიონთა ლიგაზე "აიაქსთან" დაპირისპირებაში მიიღო. "კორიერე დელა სპორტის" ცნობით, ნეაპოლელთა სამედიცინო შტაბი ხვიჩას მდგომარეობას შეისწავლის და გადაწყვეტილებასაც ამის მიხედვით მიიღებენ. 

"კრემონეზესა" და "ნაპოლის" დაპირისპირება 9 ოქტომბერს გაიმართება.
ასევე დაგაინტერესებთ