"ზურიკოს თამაშიდან ეს აუცილებლად უნდა გამოვყოთ" - საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი დავითაშვილზე საუბრობს

AutoSharing Option
"ბორდოს" ყოფილმა თავდამსხმელმა ჟან მარკ-ფერატმა "ლავალისა" და "ბორდოს" დაპირისპირების შემდეგ (1:2) ჟურნალისტებთან ისაუბრა და ჟირონდელთა ქართველი ახალწვეული ზურიკო დავითაშვილი შეაქო. საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფორვარდის თქმით, ზურიკომ გუნდს დინამიკა შემატა.

"დავითაშვილის შესახებ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, ქართველმა შეტევას დინამიკურობა შემატა, მუდამ წინსვლასა და მომენტის შექმნას ცდილობს, "ლავალის" დაცვას პრობლემები შეუქმნა და გამარჯვების გოლის გატანაში დიდი წვლილი შეიტანა. დევიდ გიონს გუნდის დაკომპლექტებასა და ფეხბურთელების არჩევანში თავისუფლება აქვს, ვფიქრობ, მისი იდეები და ხედვები მოედანზე კარგად ჩანს" - განაცხადა ჟან მარკ-ფერატმა.

ზურიკოს "ბორდო" საფრანგეთის ლიგა
2-ს 20 ქულით "ამიენთან" ერთად ლიდერობს, თავად დავითაშვილის ანგარიშზე 2 მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე პასია, ჟირონდელები მომდევნო შეხვედრას 8 ოქტომბერს, გიორგი მიქაუტაძის "მეცის" წინააღმდეგ გამართავენ.

alt"ყველაფერს გავაკეთებ, რათა "ბორდო" ლიგა 1-ში დაბრუნდეს" - ზურიკო დავითაშვილის ინტერვიუ ფრანგულ კლუბთან

მკითხველის კომენტარები / 8 /
დავითაშვილი,კვარაცხელიაზე ნაკლები თამაშის კლასით არაა,ორივე უნიჭიერესია,ორივე ძლიერი ხასიათით,მაგრამ ერთი ქართველი უფრო ძლიერ გუნდში თამაშობს,მეორე ქართველი შემადგენლობით უფრო სურათში,ორივეს მინდორზე დინამიკური და განსხვავებული თამაშის შექმნა შეუძლიათ,თავ თავიანთ გუნდების თვის,ორივეს გააქვს გოლების,ორივე სოლისტი და პროტოგონისტია,ეგოიზმის ელემენტებით და ორივეს დაცვაში თამაში ნაკლებად უყვართ.ორივე ქართველი ფეხბურთის ფენომენია და თავდადებული კაცით,მომავალში,მწვრთნელების წნწხების მიუხედავად ვარსკვლავებაD ჩამოყალიბების ფიფთი ფიფთი შანსი აქვთ,ყველანაირი ვითარების გათვალისწინებით
ზ.მ.
09 ოქტომბერი 2022 11:51
0
ადმინებო დღეიდან ვიზრუნოთ როგორ ვუყუროთ ზურიკოს და მიქაუტაძის თამაშშს ზეგ !
zura222
06 ოქტომბერი 2022 18:02
0
ალბათ მანდ მოუმატებს და დაიხვეწება, გადაეჩვევა მარტო თამაშსაც რაც გიბრალტარტან კარგად ვნახეთ და არ იყო კარგი საყურებელი და კვარას რატომ ადარებთ ვერ ვიგებ? სულ სხვა კომპლექცია და სათამაშო სტილი აქვს,ორი ძალიან განსხვავებული ფეხბურთელია,ზურიკოს უფრო შეუძლია მარადონობა ვიდრე კვარას ტანიდან გამომდინარე და ბავშვობაში ვინ უფრო მეტს იტანდა მაგას რა აზრი აქვს დღეს? კვარა დღეს უკვე მსოფლიომ აღიარა და მისი სახით კარგი მაგალითი აქვს ყველა ახალგაზრდას და მათ შორის ზურაბსაც.
გია
06 ოქტომბერი 2022 17:47
1
გეთანხმები.სად კვარაცხელია და სად ეს დავითაშვილი. შედარებაც უადგილოა. ცოტა (ცოტაზე მეტიც) არასერიოზული ტიპიც ჩანს ეგ....
gulshematkivari
07 ოქტომბერი 2022 00:20
6
მალე დაიწყებს ბურთის უაზრო თრევას.ე.წ."ღორობას".სულ კონტროლი სჭირდება ამ ბიჭს მწვრთნელისგან რომ პასები აძლიოს.თორემ იქნება პაპუნაშვილი და ყაზაიშვილი.მარად პერსპექტიული
Master
06 ოქტომბერი 2022 17:30
5
არის მაგის საშიშროება, გეთანხმები. საკუთარი ნიჭის გადაფასებულობას ცუდი სამსახური გაუწევა შეუძლია. იმედია აქამდე თვითონ არ მიიყვანს საქმეს. ნიჭიერია და გვჭირდება.
გიორგი
06 ოქტომბერი 2022 19:26
0
Tavidan visac gaxsovt zuriko kvaraze uketesad tamashobda,rubinshi dziritadshi iko da golebic ufro meti gahqonda axalgazrdul nakrebshi vidre kvaras,aris ragaceebi rac bolomde gaxsnashi ushlis xels,magalitad unda gamoasworos is rom xshirad kargavs burts uazrod da pasebs agvianebs rom itkvian zedmetad daatrevs burts,es tu gamosworda dzalian magal doneze sheudzlia tamashi...
Givi
06 ოქტომბერი 2022 16:27
3
რაღაცნაირი ცანცარაა დავითაშვილი. ხვიჩას ეგ როგორ უნდა შეადარო. ბავშვობაში ჩემი მეზობელი გიაც მაგრა თამაშობდა ფეხბურთს,მაგრამ დღეს სანტექნიკოსია ))
არა
07 ოქტომბერი 2022 00:28
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული