ჩაკვეტაძის ორი საგოლე პასი და ტრავმა - "სლოვანმა" სტუმრად მოულოდნელად "ბაზელს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროტურნირების მესამე ტურში ქართველმა ლეგიონერებმა მიიღეს მონაწილეობა და თავი გიორგი ჩაკვეტაძემ გამოიჩინა.

ევროპა ლიგა

„შტურმი“ გრაცში „ლაციოს“ უგოლოდ გაეყარა. მასპინძელთა გუნდში 69-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ოთარ კიტეიშვილი. „შტურმი“ F ჯგუფში 4 ქულით მესამე ადგილზეა და 13 სექტემბერს „ლაციოს“ რომში დაუპირისპირდება.

„ცრვენა ზვეზდამ“ ბელგრადში 4:1 დაამარცხა „ფერენცვაროში“. ირაკლი აზაროვი (ცრვენა ზვეზდა) და გიორგი ხარაიშვილი (ფერენცვაროში) განაცხადში არ იყვნენ.

„ყარაბაღმა“, რომლის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი მწვრთნელმა კვლავ სათადარიგოთა შორის დატოვა, პირეოსში „ოლიმპიაკოსი“ 3:0 დაამარცხა.

კონფერენს ლიგა


„ლეხი“ სახლში „ჰაპოელს“ დაუზავდა - 0:0. პოზნანელთა
რიგებში 61-ე წუთზე შევიდნენ შეცვლაზე ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი. „ლეხი“ C ჯგუფში 4 ქულით მეორე პოზიციაზეა და 13 სექტემბერს ბეერ შევაში „ჰაპოელს“ შეხვდება.

„სლოვანმა“ H ჯგუფში შვეიცარიაში მოულოდნელად 2:0 სძლია ლიდერ „ბაზელს“. პირველ ტაიმში ბრატისლაველებმა ორივე გოლი გიორგი ჩაკვეტაძის პასებით გაიტანეს - 35-ე წუთზე ლუკას პაუშეკმა და 45+1-ეზე ალეკსანდარ ჩავრიჩმა. გიორგიმ 59-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს, ხოლო გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს. „სლოვანი“ 4 ქულით მესამე ადგილზეა და 13 სექტემბერს „ბაზელს“ უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ჩაკვე ჩემთვის მაინც პირველია. ის წყელი ტრამვა რომ არა, დღეს მჯერა 10 საუკეთესოში იქნებოდა. არაუშავს, კიდევ წინაა მთელი კარიერა და ნეტა ამის და კვარა კონკურენცია მენახოს ოქროს ბურთზე
lado
07 ოქტომბერი 2022 02:48
7
მეორე გოლზე უნდა დაებეუნებინათ ჩავრიჩს პასი წესით , მაგრამ გაიტანა და ვეღარაფერს მოვთხოვთ ... სავარაუდოთ ტრავმა სერიოზული არაა და არ გარისკეს ალბათ, რაც ძაან მიხარია კიდევ უფრო მყარად უნდა დადგეს ფეხებზე არ ღირს გარისკვად და მომავალ წელს სადაც არ უნდა იყოს იფრენს , გინდა სლოვანში იყოს და გინდა ბარსაში ერთნაირად შედეგიანი იქნებაა ... ჩემი აზრით გაზაფხულიდან ძაან მაგრად აკრეფს ფორმას თავის გოლებით და დრიბლინგებით
bejo
07 ოქტომბერი 2022 02:37
3
+++!!!
100%
07 ოქტომბერი 2022 07:09
0
ვაუ მეორე საგოლე პასის მომენტამდე რაც გააკეთა ეს ნამდვილად ძველი ჩაკვეტაძე იყო აღფრთოვანება ვერ დავმალე ორ კცს შუა ისე გაძვრა როგორც იცოდა ხოლმე პირველი პასიც გამოძერწა მიხარია ძალიან მიხარია ეს თუ ძველი ჩაკვე გახდება ისევ ნებისმიერს დატოვებს ჩრდილში სადაც მივა გოლები უნდა შეყაროს ეხლა უნდ ა დაიწყოს გატა რომ მალე მოახდინოს დაინტერესება დიდი კლუბებიდან შიში ბოლომდე უნდა გააქროს თავის გონებიდან და თავის თავს ისევ ისე ბოლომდე უნდა ენდოს და ირწმუნოს რომ კიდევ შეუძლია მე ჩაკვესს სტილი ყველაზე მეტად მომწონს გოლები აკლია რაზეც ძალიან ბევრი შრომა მოუწევს ზუსტად ურტყავს ისევ მაგრამ სუსტად სამაგიეროდ და ჯანი უნდა დაუმატოს როცა ურტყავს. წარმატებები ჩვენო ბრილიანტო მალე გვენახე შენც შენი ძმაკაცებივით ტოპ კლუბში და ის ნატვრაც აგვიხდინეთ ქართველებს როგორ აწიოკებთ მეტოქის დაცვას და მეკარეს შენ დავითა კვარა და დანარჩენები კიდევ თქვენი ერთას ხილვა მთელ საქართველოს უნდა ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული
T.q
07 ოქტომბერი 2022 01:24
3
დღეს მართლაც ძალიან კარგი მატჩი ქონდა იდეალურად წარმოაჩინა თავისი თავი წარმატებები შემდეგ თამაშებში ვფიქრობ არაფერია სერიოზული საკუთარი ფეხით დატოვა მოედანი მაგრამ მაგასაც უნდა მიეჩვიოს რამდენს ურტყამენ ფეხებში ხვიჩას მაგრამ ჩვეულებრივად აგრძელებს თამაშს სამწუხაროდ დღევანდელ ფეხბურთი საკმაოდ კონტაქტურია და უნდა მიეჩვიოს.
ლევან
07 ოქტომბერი 2022 01:05
1
ჩაკვე 8-10 თამაშის შემდეგ სულ სხვა დონეზე იქნება. მიუხედავად იმისა რომ ხვიჩა მსოფლიოს ყველაზე პერსპექტიული ახალგარდა ფეხბურთელებში მოწინავეა იგივე დიდი ინტერესი იქნება ჩაკვეს მიმართ, მისი საფეხბურთო აზროვნება და ტექნიკა არაფრით ჩამოუვარდება ხვიჩასას. მამარდაშვილს, ხვიჩას და ჩაკვეტაძეს განსაკუთრებული მომავალი ექნება, მთავარია ტრამვებს აარიდონ თავი.
nika
07 ოქტომბერი 2022 01:47
3
ციდან ვარსკვლავები რომ მოსწყვიტოს ჩაკვემ,სამწუხაროდ ვერ იქნება მის მიმართ მსგავსი ინტერესი რაც კვარას მიმართ, გიოს ისეთი მძიმე ტრავმა აქვს გადატანილი და იმდენად მიდრეკილია ტრავმებისკენ,რომ არცერთი ნაპოლის დონის გუნდი არ გადაიხდის დიდ თანხას და არ გარისკავს მსგავსი ფეხბურთელის ყიდვას.ფეხბურთი ბიზნესი გახდა დიდი ხანია, მძიმედ ნაავარიები მანქანას იყიდდით,რომ იცოდეთ ფაქტის შესახებ?
საქართველო
07 ოქტომბერი 2022 02:40
26
სად მიყავდათ ეს აზაროვი თუ არ ათამაშებდნენ საერთოდ? საღოლ მაგარი ტრანსფერია. მაგრამ მასეთი ფიზიკის პატრონი ძაან დაიჩაგრება ნებისმიერი მაღალი დონის ჩემპში, მცველისთვის ძაან სუსტია
nedved
07 ოქტომბერი 2022 01:06
2
Პირველ რიგში გიოს გამოჯანმრთელებას და თავის ჩვეულ ფორმაში დაბრუნებას ვუსურვებ.რის შემდგომ ტოპ ლიგა და გუნდიც გარანტირებული ექნება.ღმერთმა გვიმრავლოს ჩაკვე და კვარას დონის ფეხბურთელები.ამათი თამადობით ჩვენ ნაკრებს ბევრი წარმატებები ელოდება.გავუფრთხილდეთ ამ ოქროს ბიჭებს და შედარებებისგან თავი შევიკავოთ
gio gio
07 ოქტომბერი 2022 10:50
0
ჩავკეს, ხვიჩას, კაშიას, კიტეიშვილს და მამარდას რომ ვუყურებ გული სხვანაირად მიცემს და სიამაყისა და ბედნირების ცრემლი მადგება თვალზე. მართლაც ბედნიერები ვართ ასეთი თაობა და ბიჭები გვყავს, ღმერთმა ჯანმრთელად გვიმყოფოს და კიდევ და კიდევ მეტი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი აღზრდილიყოს (ძალიან მაინტერესებს ლუკა პარკაძე, "ბაიერნი" უბრალოდ არავის იფორმებს). ძველ ფილმებში რომ არის, ფეხბურთზე გადარეული ხალხი ბილეთის რიგში მიწაზე რომ ხოხავს, სულ მაინტერესებდა რატომ ხდებოდა ასე. ეხლა კი ვხვდები რა სიხარულის მოტანა შეუძლიათ გულიანი, ჯიგრული და მაღალპროფესიონალური თამაშით შენივე ქვეყნის შვილებს.
ირაკლი
07 ოქტომბერი 2022 12:37
0
ჩაკვეტაძე და კვარაცხელია ორივე დიდი ფეხბურთელია და თამაშის სტილით იმდენად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რომ ნებისმიერ მოწინააღმდეგეს გაუჭირდება ასეთ დუეტთან გამკლავება. წარმატება ჩვენს იმედებს!
Guja Kakhadze
07 ოქტომბერი 2022 13:38
0
ჩაკვე ფენომენია, ტრავმა რომ არა ახლა სუპერგუნდში იქნებოდა, ფიზიკას უნდა მოუმატოს და გადალახოს ფსიქოლოგიურად. მჯერა რომ კვარა მარცხნივ და ჩაკვე ცენტრში თამაშისას უძლიერეს შემტევ ნახევარდაცვას შექმნიან.
Suxumchanin
07 ოქტომბერი 2022 09:42
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული