ჩაკვეტაძის ორი საგოლე პასი და ტრავმა - "სლოვანმა" სტუმრად მოულოდნელად "ბაზელს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროტურნირების მესამე ტურში ქართველმა ლეგიონერებმა მიიღეს მონაწილეობა და თავი გიორგი ჩაკვეტაძემ გამოიჩინა.

ევროპა ლიგა

„შტურმი“ გრაცში „ლაციოს“ უგოლოდ გაეყარა. მასპინძელთა გუნდში 69-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ოთარ კიტეიშვილი. „შტურმი“ F ჯგუფში 4 ქულით მესამე ადგილზეა და 13 სექტემბერს „ლაციოს“ რომში დაუპირისპირდება.

„ცრვენა ზვეზდამ“ ბელგრადში 4:1 დაამარცხა „ფერენცვაროში“. ირაკლი აზაროვი (ცრვენა ზვეზდა) და გიორგი ხარაიშვილი (ფერენცვაროში) განაცხადში არ იყვნენ.

„ყარაბაღმა“, რომლის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი მწვრთნელმა კვლავ სათადარიგოთა შორის დატოვა, პირეოსში „ოლიმპიაკოსი“ 3:0 დაამარცხა.

კონფერენს ლიგა


„ლეხი“ სახლში „ჰაპოელს“ დაუზავდა - 0:0. პოზნანელთა
რიგებში 61-ე წუთზე შევიდნენ შეცვლაზე ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი. „ლეხი“ C ჯგუფში 4 ქულით მეორე პოზიციაზეა და 13 სექტემბერს ბეერ შევაში „ჰაპოელს“ შეხვდება.

„სლოვანმა“ H ჯგუფში შვეიცარიაში მოულოდნელად 2:0 სძლია ლიდერ „ბაზელს“. პირველ ტაიმში ბრატისლაველებმა ორივე გოლი გიორგი ჩაკვეტაძის პასებით გაიტანეს - 35-ე წუთზე ლუკას პაუშეკმა და 45+1-ეზე ალეკსანდარ ჩავრიჩმა. გიორგიმ 59-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს, ხოლო გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს. „სლოვანი“ 4 ქულით მესამე ადგილზეა და 13 სექტემბერს „ბაზელს“ უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ჩაკვე ჩემთვის მაინც პირველია. ის წყელი ტრამვა რომ არა, დღეს მჯერა 10 საუკეთესოში იქნებოდა. არაუშავს, კიდევ წინაა მთელი კარიერა და ნეტა ამის და კვარა კონკურენცია მენახოს ოქროს ბურთზე
lado
02:48 07-10-2022
7
მეორე გოლზე უნდა დაებეუნებინათ ჩავრიჩს პასი წესით , მაგრამ გაიტანა და ვეღარაფერს მოვთხოვთ ... სავარაუდოთ ტრავმა სერიოზული არაა და არ გარისკეს ალბათ, რაც ძაან მიხარია კიდევ უფრო მყარად უნდა დადგეს ფეხებზე არ ღირს გარისკვად და მომავალ წელს სადაც არ უნდა იყოს იფრენს , გინდა სლოვანში იყოს და გინდა ბარსაში ერთნაირად შედეგიანი იქნებაა ... ჩემი აზრით გაზაფხულიდან ძაან მაგრად აკრეფს ფორმას თავის გოლებით და დრიბლინგებით
bejo
02:37 07-10-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული