"საზონოვი იყო "ლაციოს" სპორტული დეპარტამენტის სიაში, მაგრამ მისი კანდიდატურა ჯერჯერობით უარყოფილია გუნდში არსებული ლეგიონერების ლიმიტის გამო", - ეუბნება Sport24-ს რომაული კლუბიდან წყარო.
შეგახსენებთ, რომ საზონოვმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა და მან 21-წლამდელთა რიგებში 2 შეხვედრა უკვე ითამაშა.
მას "დინამოსთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და "ტრანსფერმარკეტი" მის ღირებულებას 1 მილიონ ევროდ აფასებს.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ში ორი ქართველი ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) და ლუკა ლოჩოშვილი