კიდევ ერთი ქართველი სერია A-ში? - საბა საზონოვი შესაძლოა, "ლაციოში" გადავიდეს

AutoSharing Option
Sport24-ის ინფორმაციით, მოსკოვის "დინამოს" 20 წლის ქართველი მცველის საბა საზონოვის დამატებით სერია A-ს ბინადარი "ლაციოა" დაინტერესებული.

"საზონოვი იყო "ლაციოს" სპორტული დეპარტამენტის სიაში, მაგრამ მისი კანდიდატურა ჯერჯერობით უარყოფილია გუნდში არსებული ლეგიონერების ლიმიტის გამო", - ეუბნება Sport24-ს რომაული კლუბიდან წყარო.

შეგახსენებთ, რომ საზონოვმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა და მან 21-წლამდელთა რიგებში 2 შეხვედრა უკვე ითამაშა.

მას "დინამოსთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და "ტრანსფერმარკეტი" მის ღირებულებას 1 მილიონ ევროდ აფასებს. 

შეგახსენებთ, რომ სერია A-ში ორი ქართველი ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) და ლუკა ლოჩოშვილი
(კრემონეზე) უკვე ასპარეზობს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
2თამაში ჩაატარა ერთი კიარა. ორივე თამაში მომეწონა ეტყობა კლასი 2-3წელში უფრო ჯანზე მოვა და უფრო გამოცდილებას შეიძენს.. ნორმალური ჩამშლელიც რო გვაპოვნინა კარგი იქნებოდა. კვეკვეს არაფერს ვერჩი მაგრამ არაა ის დონე რაც უნდა იყოს.
რონი
14:48 08-10-2022
3
Memgoni cotaxanshi italielze meri qartveli iqneba seria A shi:))) xumroba diet ikos da warmatebebi!!!
Givi
15:23 08-10-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული