ცნობილი საიტი დღეს "კვარას" სათადარიგოთა სკამზე მოისაზრებს

AutoSharing Option
ცნობილი საიტი Whoscored.com რომელიც ევროპული წამყვანი ჩემპიონატების სტატისტიკურ ანალიზებსა და სავარაუდო შემადგენლობებს გვთავაზობს, დღეს ხვიჩა კვარაცხელიას სათადარიგოთა სკამზე მოისაზრებს.

საიტის აზრით, ქართველის ადგილს დღეს "კრემონეზესთან" შეხვედრაში ელიფ ელმასი დაიკავებს.

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ვარაუდია და ყველაფერს უშუალოდ ლუჩიანო სპალეტი მატჩის წინ გადაწყვეტს, Whoscored.com კი საკმაოდ ავტორიტეტული საიტი გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ დღეს "კრემონეზესა" და "ნაპოლის" შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

alt"ვათამაშებ თუ არა "კვარას?" - სპალეტიმ კომენტარი გააკეთა

მკითხველის კომენტარები / 3 /
კიდევ კარგი ლოჩო სხვა ფლანგზეა
ილია
17:26 09-10-2022
0
სათადაროგო კი არა აუცილებლად ძირითადში იქნენა და როგორც კი გადაწყდება თამაშის ბედი მაშინვე შეცვლის ! შეიძლება პირველი ტაიმის მერეც და შეიძლება 60-70-ე წუთზე
zura222
16:05 09-10-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული