ზივზივაძე სკანდალში გაეხვია - ქართველის ქმედებებმა "ფეჰევარის" ფანებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია

AutoSharing Option
fmc.hu-ს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და "ფეჰევარის" ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ თავისი კლუბის ქომაგები აღაშფოთა.

გუშინ, 10 ოქტომბერს, უნგრეთის ჩემპიონატის მე-4 ტურის გადადებული შეხვედრა შედგა და "ფეჰევარი" საკუთარ მოედანზე "უიპეშტთან" 0:1 დამარცხა, ბუდუ კი ცვლილებაზე შემოვიდა და მოედანზე ბოლო 17 წუთი გაატარა...

გავრცელებული ინფორმაციით, მატჩის დასრულების შემდეგ, "ფეჰევარის" ფეხბურთელები თავიანთი გუნდის ფანებს წაგებული თამაშის გამო ბოდიშს უხდიდნენ, ზივზივაძე კი ამ დროს "უიპეშტის" ფეხბურთელბთან ერთად იცინოდა. მოგეხსენებათ, სწორედ ამ გუნდში გაატარა განათხოვრების წესით ნახევარი სეზონი ქართველმა ფეხბურთელმა და გასაკვირი არაა, რომ ის "უიპეშტის"
მოთამაშეებს კარგად იცნობდა.

თუმცა ყველაფერი ამით არ შემოფარგლულა... გულშემატკივრებს თავიანთი საყვარელი გუნდის ფეხბურთელებისთვის მაისურების გახდა მოუთხოვიათ, რადგან ბოლო პერიოდში საშინელი შედეგები აქვთ. მოთამაშეებმა ეს თხოვნა არ დააკმაყოფილეს, უფრო მეტი აღშფოთება კი ზივზივაძეს გამოუწვევია, რომელმაც "უიპეშტის" ფეხბურთელს მაისური გაუცვალა, მეტოქე გუნდის ფანებს ხელი დაუქნია და მოედანი ისე დატოვა... 

ზივზივაძის "ფეჰევარს" 10 ტურში 11 ქულა აქვს და მე-8 პოზიციაზეა. მწვრთნელი ქართველს ძირითადად შეცვლებზე ათამაშებს და ამიტომ თავი მხოლოდ ერთხელ გამოიჩინა...
მკითხველის კომენტარები / 16 /
ბუდუსნაირი ფორვარდი გუნდში გყავდეს და სკამს ახეხინებდე?! ჩვეულებრივი იდიოტები არიან!
დათო
12 ოქტომბერი 2022 09:30
0
ეს არის დიდი უსამართლობა როგორც ბუდის ექცევიან და მოექცნენ ბიჭი იმსახურებს ძირითადში თამაშ და არ ათამაშებენ უბრალოდ მიზეზი მოუძებნენ და ამით დასაჯეს რაღაც მაისურის გაცვლის გულისთვის მთავარია ბუდუმ გააგრძელოს ვარჯიში თავის თავზე ორ თვეში თავისუფალი იქნება ამ უღირსი გუნდიდან წარმატებები ბუდუ იკითხონ მაგენმა
დათო ბუხ
12 ოქტომბერი 2022 06:54
0
ფერენცვაროშში დაფრინავდა ბუდუ,აქ არც მანამდე აღირსეს ძირითადი და ახლაც შეცვლაზე უშვებენ.ფერენცვაროშის ფანებთან თბილი დამოკიდებულება აქვს და ვიღაცის გამო,რატომ უნდა შეწყვიტოს მათთან მეგობრობა?არც გაუშვეს ფერენცვაროშში და არც თვითონ იყენებენ,თან თვითონვე ებერებიან?!ნეტავი გაუშვან,მაგრამ არც გამშვებები არიან.ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ,ფეჰერვარი ერთადერთი გუნდია,სადაც ქართველი თამაშობს და მის გუნდს წარუმატებლობას ვუსურვებ.არ მიმაჩნია სწორ ხალხად და იმიტომ.
სოსო
11 ოქტომბერი 2022 21:28
1
ფერენცვაროშის ნაცვლად უიპეშტი რომ გეწეროს, ყველაფერში დაგეთანხმებოდი ;)
***
12 ოქტომბერი 2022 04:42
0
წარმატებები ბუდუს!
ლაშა
11 ოქტომბერი 2022 21:16
0
წამოსვლა უნდა ეტყობა
აბრაზებენ
თენგო
11 ოქტომბერი 2022 20:14
0
ეს რა ჩაუდენია... მაგათმა თავიანთ პრორუს ოლიგარქს მიხედონ.
$
11 ოქტომბერი 2022 19:31
3
ხოდა წამოდი მაქედან ბუდუ, არ არიან ესენი შენი ღირსი!
!!!
11 ოქტომბერი 2022 17:35
4
ბუდუზე უკეთესი ვინ ჰყავთ? 15 წუთი არ ათამაშებენ და ბოდიშის მოხდასაც თხოვენ.
გიორგი
11 ოქტომბერი 2022 17:16
2
მაგარი გულშემატკივრები ჰყოლია ბუდუს - რას ჰქვია "გულშემატკივრებს თავიანთი საყვარელი გუნდის ფეხბურთელებისთვის მაისურების გახდა მოუთხოვიათ?"... ჩახდა რომ მოსთხოვონ, უნდა ჩაიხადოს?
გიორგი
11 ოქტომბერი 2022 16:53
0
არც არის გასაკვირი, იმ გუნდში ენდობოდნენ და პატივს სცემდნენ, რა სჭირს ბუდუს საიმისო რომ 15წუთს ათამაშებენ, ეგეც სულ ვარსკვლავებით დაკოპლექტებული გუნდი არა მყავდეს
ალეკსანდრე
11 ოქტომბერი 2022 16:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული