ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

Geo Team: "ფეჰერვარმა" ბუდუ ზივზივაძე პირველი გუნდიდან გააძევა

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, უნგრულმა "ფეჰერვარმა" ბუდუ ზივზივაძე პირველი გუნდიდან გააძევა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს მინიმუმ იანვრის სატრანსფერო ფანჯრამდე მეორე გუნდში ვარჯიში მოუწევს.

წყაროს ცნობით, ამის მიზეზი "უიპეშტთან" მარცხის შემდეგ ყოფილი თანაგუნდელისთვის გაცვლილი მაისური გახდა.

მოგვიანებით ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმაც დაადასტურა.

"ორშაბათს, "უიპეშტთან" მარცხის შემდეგ, ჩვენი გუნდის ფორვარდმა აშკარად უპატივცემულობა გამოავლინა კლუბის, ჩვენი გულშემატკივრებისა და თავისი თანაგუნდელების მიმართ. ამიტომ ის პირველი გუნდიდან გაძევებულია. დამატებითი კომენტარის გაკეთება ამ თემასთან დაკავშირებით არ გვსურს" - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

ზივზივაძე "ფეჰერვარის" ღირსებას 2020 წლიდან იცავს. ამ სეზონში
ქართველი სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდიდა, რის გამოც მის ანგარიშზე მხოლოდ 1 გატანილი გოლია.

altზივზივაძე სკანდალში გაეხვია - ქართველის ქმედებებმა "ფეჰევარის" ფანებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია

ასევე დაგაინტერესებთ