ბუდუ ზივზივაძის ბოდიში - მჯერა, გულშემატკივრები სწორად გაიგებენ...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და უნგრული "ფეჰერვარის" ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ მის ირგვლივ განვვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სოციალური ქსელის საშუალებით, განცხადება გაავრცელა:

"მსურს, კლუბ "ფეჰერვარის" და ჩემს გულშემატკივრებს ვუთხრა სრული სიმართლე, რომელიც 10 ოქტომბერს "უიპეშტთან" მატჩის შემდეგ მოხდა.

თამაშის დასრულებისას სტუმარი გუნდის ქომაგებისადმი პატივისცემის გამოხატვამ ჩვენი კლუბის გულშემატკივართა განაწყენება გამოიწვია, რაც ჩემთვის გასაგებია. რაც შეეხება მაისურის გაცვლას, ჩემს ყოფილ თანაგუნდელს გავუცვალე მაისური და გაუცნობიერებლად და ინსტინქტურად გადავიცვი ტანზე. ამ ქმედებამ "ფეჰერვარის" გულშემატკივრებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ეს არ ყოფილა არც რაიმე სახის პროვოკაცია და
არც წინასწარ დაგეგმილი ქმედება. თუ ვინმე ამ კონკრეტული ქმედებით თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, ბოდიშს ვუხდი.

ახლაც გულწრფელი ვარ და მაშინაც გულწრფელი ვიყავი, როდესაც "უიპეშტში" თამაშის დროს "ფეჰერვარის" კარში გატანილი გოლი არ აღვნიშნე, რადგან ჩემთვის ფეხბურთი და გულშემატკივარი განუყოფელი ნაწილია. კლუბში სტაფის ყველა წევრმა იცის, რომ მათ მიმართ დიდი სიყვარული და პატივისცემა მაკავშირებს. ყველა იქ მომუშავე ადამიანი განსაკუთრებულია და მათ გარეშე ეს კლუბი ვერ იარსებებდა.

მე ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ ჩემი კლუბისთვის, არ აქვს მნიშნვნელობა, სასტარტო შემადგენლობაში ვარ თუ მხოლოდ რამდენიმე წუთით შევდივარ მოედანზე. მჯერა, რომ გულშემატკივრები, რომლებსაც გამორჩეულად უყვართ ჩვენი კლუბი, სწორად გაიგებენ ჩემს ნათქვამს და "ფეჰერვართან" ერთად კიდევ ბევრი სასიამოვნო საფეხბურთო საღამო გვექნება.

კიდევ ერთხელ მინდა ბოდიში ვუთხრა მათ, ვინც ჩემი ჟესტის გამო დამცირებულად იგრძნო თავი. განსაკუთრებით, RBD ულტრასებს, ჩვენი კლუბის განსაკუთრებულ გულშემატკივრებს."

შეგახსენებთ, ქართველი ფეხბურთელი დასჯილია და ძირითად გუნდს ჩამოაშორეს.

altSportall.ge ბუდუ ზივზივაძეს მხარდაჭერას უცხადებს

მკითხველის კომენტარები / 9 /
იმედია, მალე ამოიწურება ეს მართლაც გაუგებარი ინციდენტი... წარმატებები ბუდუს და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
13 ოქტომბერი 2022 15:43
0
სამწუხაროა, მაგრამ საქართველოს ნაკრებს მაინც არ ყავს მაღალი კლასის ცენტრფორვარდი.
არადა ამ მხრივ ქართული ფეხბურთი ყოველთვის გამორჩეული იყო.
რა ხალხი გვყავდა - არველაძე, ჯანაშია, აშვეთია
las
13 ოქტომბერი 2022 09:27
1
ძაან სწორი ფ
გადაწყვეტილება იყო ბუდუ.გა.გები გაიგებს,ვინც ვერა და წყალს რა გამოლევს,გინდა საქართველოში და გინდა უნგრეთში.წარმატებები ბუდუ!პ.ს.ისე მაგ გუნდს (სახელიც სასწაული აქვს)ბიდუსნაირი თავდამსხმელი კაი ხანს არ ეყოლება
კახა ქ.
13 ოქტომბერი 2022 05:06
0
რა არი საბოდიშო მაისური გადაცმაში? პეესვე კვირას გასვლაზე ტამაშობდა და ტრიბუბაზე ორივე გუნდის მაისურში გამოწყობილი ადამიანი გვერდი-გვერდ იჯდნენ და საერთოდ ვერ ხედავდნენ პრობლემას მაისური თუ მაცვია ესეიგი ორმაგი აგენტი ვარ? ფული აიღო თამაში გაყიდა თუ რა ქნა? მილიონი სხვა ისეთი რამის მოფიქრება შეიძლებოდა რაც კლუბს ნამდვილად მიაყენებდა შეურაწყოფას
ნოდო
12 ოქტომბერი 2022 21:43
0
Bodishi kiara droze gamoakwie dzmao maqedaan...
Givi
12 ოქტომბერი 2022 20:36
3
ჩვენ, ქართველებს, სხვაგვარი გულშემატკივრობა გვახასიათებს. ჩვენი - ქართული! … მე, მაგალითად რუსთავიდან ვარ და როგორც ჩემს გუნდს ვქომაგობ, ისე განვიცდი და მიხარია ნებისმიერი ჩემი ქვეყნის წარმომადგენლის მარცხი და წარმატება. ეს არის ქართველის ბუნება, მენტალიტეტი… ევროპა სხვაგვარად აზროვნებს. შეურაწყოფას არ ვაყენებ მათ, მაგრამ ისინი ჩვენგან განსხვავებით, საპირისპიროდ აღიქვავენ ამ ყველაფერს. სწორედ ეგ არის მიზეზი, რაც ბუდუს შემთხვევში მოხდა. თუმცა ორმაგი სტანდარტები არსებობს და აზარის მაგალითის მოყვანაც ფაქტებიც შეგვიძლია
ირაკლი
12 ოქტომბერი 2022 20:12
3
სუსტი ნაბიჯი იყო. არ გეწყინოს ბუდუ, არ მომეწონა, ახსნა კი მარა, ბოდიში რა ბოდიში, რის ბოდიში, ეგეთ გულშემატკივრებს რა ვუთხარი მაისურების გახდას რომ ითხოვენ, თუ სიმართლეა. და თან სულ რომ შენი ბრალი ყოფილიყო, არ ღირდა. ამისგან არავის არაფერი შეემატა... სისუტის გამოვლინება იყო სამწუხაროდ და მეტი არაფერი
კაპიტან გარდენბურგი
12 ოქტომბერი 2022 20:01
15
მაინც ვერ ვხვდები ისეთი რა გააკეთა ბუდუმ რაც ფეხბურთელებს არ გაუკეთებიათ? წააგეს რა პირველად წააგეს თუ უკანასკნელად, ომი ხომ არ წააგეს უიპეშტთამ? შენიშვნა მიეცათ რა გასაკეთებელია მეორე გუნდში გაშვება ამ ქმედებისთვის. კი შეიძლება არც იყო სასიამოვნო ეს ფაქტი, მაგრამ კლუბის ქმედება არ დაფასებაა ფეხბურთელის და დამამცირებელიც. ამას დიდი კლუბი არ გააკეთებდა, რაც ამ ფეჰერვარმა გააკეთა. ჩემი მხარდაჭერა ბუდუს.
G.LA
12 ოქტომბერი 2022 19:48
2
ზადნი მიეცი ბიჭო.DDDD ვხუმრობ რა თქმა უნდა ალბათ უთხრეს მოიხადე ბოდიში და დაგაბრუნებთო.
რრრ
12 ოქტომბერი 2022 19:22
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული