რატომ ვერ გადავიდა მამარდაშვილი "აიაქსში" ზაფხულის ბოლო დღეებში - ჩაშლილი ტრანსფერის უცნობი დეტალები

AutoSharing Option
relevo.com-ი იმ მიზეზებზე წერს, რის გამოც საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი ზაფხულში "აიაქსში" ვერ გადავიდა.

მოგეხსენებათ, მაშინ იწერებოდა, რომ ჩვენებურის დამატება მანჩესტერულ გრანდებს, ასევე, "ტოტენჰემსაც" სურდათ, თუმცა, როგორც ჩანს, გარიგების დახურვასთან ყველაზე ახლოს ამსტერდამული გუნდი იყო.

მოკლედ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო კვირას "აიაქსის" წარმომადგენლები ვალენსიაში იმყოფებოდნენ და "ღამურების" ბოსებთან მოლაპარაკებებს მართავდნენ.

ირკვევა, რომ ნიდერლანდელები მზად იყვნენ ქართველი კიპერის სანაცვლოდ გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევრო გადაეხადათ, თუმცა მათი მიზნები სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათებში შეიცვალა. 

მათ ეს თანხა "სევილიადან" ლუკას ოკამპსოის დასამატებლად გაიღეს, კარი
კი ვეტერანებს - მარტინ სტეკელენბურეგსა და რემკო პასვეერს ანდეს.

relevo.com-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ გიორგიმ "ვალენსიასთან" კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა და გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო გახდა, ის "აიაქსის" დაკვირვების ქვეშ კვლავ არის და ნიდერლანდური კლუბი მის ტრანსფერს კვლავ ეცდება. წყარო წერს, რომ მამარდაშვილი მომავალ სეზონში "აიაქსის" კიპერობის მთავარ კანდიდატად განიხილება, რადგან სეზონის დასრულების შემდეგ ვეტერანი პასვეერი და სტეკელენბურგი წავლენ...
მკითხველის კომენტარები / 8 /
უნდა წავიდეს აიქსი იქნება თუ სხვა არ ააქ მნიშვნელობა ეს ვალენსია სულ ასე იქნება არც ფლავი არ ჩლავი, ვერაფერს მიაღწევს მამარდა ლიგაზე მოთამაშე ერთერთ გრანდში თუ არა კარგ გუნდში უნდა იყოს,
რრრ
13 ოქტომბერი 2022 19:27
6
Am etapze da tan aset aiaqsshi gadasvla didi sisulele iqneba,chemi azrit sul male mamarda inglisis grands an espanetis super gundebs miashurebs...jer kidev aqvs ragaceebi dasaxvewi da amistvis es sezoni unda maqsimalurad gamoikenos...
Givi
13 ოქტომბერი 2022 19:15
1
არსად არუნდა გადავიდეს მამარდა მშვენიერ ადგილასაა პრიმერაში, მოიხოდება ვალენსიაც სულ ესე ხოარ იქნება რეალს ბარსას ეთამაშება
beqa
13 ოქტომბერი 2022 17:30
1
ესპანეთის ჩემპიონატი კარგია, მაგრამ აიაქში ლიგაზე იტამაშებდა. გარდა ამისა აიაქსი უფრო სახელოვან8ი და ტიტულოვანი კლუბია, ვიდრე ვალენსია
@@
13 ოქტომბერი 2022 17:56
5
ვალენსია არც ეხლა და არც უახლოეს მომავალში ვერ ჩაითვლება ძლიერ კლუბად.დიდი საფინანსო პრობლემები, გაურკვევლობა სტადიონთან დაკავშირებით,კლუბის პრეზიდიუმში გაუთავებელი ჯინჯგლაობა.... მოკლედ თუ ევროპაში გამოჩენა უნდა, ვალენსიის უნდა წავიდეს.
ვანო
13 ოქტომბერი 2022 17:51
3
კიდე კარგი არ გადავიდა. მერე ხვიჩა ამოავსებდა და შუღლი იქნებოდა.
serj ოფ დი ისტორია
13 ოქტომბერი 2022 17:23
3
რა შუღლი რეებს წერ ???
L.J.
13 ოქტომბერი 2022 18:53
3
მეკარის მოვალეობა ეგ არის, სულ რომ დედმამიშვილმა დაურტყას, უნდა აუღოს.
:)))))))))))
13 ოქტომბერი 2022 17:55
0

სიახლეები პოპულარული