სერია A-ს მე-10 ტურში "ნაპოლიმ" "ბოლონია" 3:2 დაამარცხა.
ხვიჩა კვარაცხელიამ თავი 1 ასისტითა და ულამაზესი მომენტებით გამოიჩინა.
შეხვედრის მიმდინარეობისას კარგად ჩანდა, რომ ქართველ ფეხბურთელს ხელზე პატარა თეთრი სახვევი ეკეთა, მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზედ ვაკის პარკში ტრაგიკულად გარდაცვლილი მარიტას სახელი და უსასრულობის ნიშანი ეხატა...
მატჩის დასრულების შემდეგ ხვიჩამ პოსტი გამოაქვეყნა:
"ეს დღე შენთვის იყო, პატარა ანგელოზო".
შეგახსენებთ, "ნაპოლი" 26 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას კი 23 ოქტომბერს, "რომას" წინააღმდეგ ჩაატარებს.
ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს ვუსურვებ ხვიჩას! ყოველდღე უმატებს ეს საოცარი ბიჭი.
whoscored-მა 9 ქულით შეაფასა მისი თამაში "ბოლონიასთან", ეს ერთ-ერთი უმაღლესი შეფასებაა ზოგადად ამ საიტისთვის.