"ნაპოლის" მორიგი გამარჯვების შემდეგ გახარებული ლუჩანო სპალეტი გაიქცა და ხვიჩა კვარაცხელიას ზურგზე შეახტა.
შეგახსენებთ, "პარტენოპეიმ" სერია A-ს მე-10 ტურში "ბოლონიას" 3:2 სძლია, ქართველმა ფეხბურთელმა კი შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა, 1 გაკეთებული ასისტის მიუხედავად, "კვარა" მოედანზე შეუჩერებელი იყო, 9 დრიბლინგის მცდელობიდან 5 წარმატებული გამოდგა, რამდენიმე კარგი გადაცემიდან კი თანაგუნდელებმა ვერ იხეირეს...
ქართველი ვარსკვლავის კარგი თამაშით გახარებულმა ლუჩანომ კი ემოციები ვეღარ შეიკავა... "ნაპოლი" ერთი დიდი ოჯახია და დიდი ბედნიერებაა, რომ ხვიჩა ასეთ გუნდში მოხვდა.
ვიდეო აღებულია Geo Team-ის გვერდიდან