ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე კვლავ ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მიმდინარე გათამაშებაში მე-4 საგოლე პასიც მიითვალა.
ცნობილი იტალიური გამოცემა "კორიერე დელო სპორტი "კვარას" შესახებ წერს და მის ადამიანურ თვისებებზე საუბრობს.
"ჩემპიონი არა მხოლოდ მოედანზე თამაშით, არამედ მის მიღმაც უნდა იყო, ხვიჩა კვარაცხელიას ადამიანობა და უბრალოება კი გუშინაც ვიხილეთ, როდესაც ქართველმა ფენომენმა ტრაგიკულად გარდაცვლილ 13 წლის ჩოგბურთელს, მარიტა მეფარიშვილს, ლამაზი ჟესტი მიუძღვნა. ხვიჩას ხელზე სამაჯური უსასრულობის სიმბოლოთი ეკეთა, პატარა გოგონას მოსახსენიებლად"
კვარაცხელიამ ამ სეზონში ყველა ტურნირზე 14 მატჩში 7 გოლი გაიტანა, 6 საგოლე გადაცემა გააკეთა და 3 პენალტი მოიპოვა. ლუჩანო სპალეტის გუნდი 23 ოქტომბერს "რომას" ესტუმრება.
მორიგი მატჩის მოგებით გახარებული სპალეტი გაიქცა და ხვიჩას ზურგზე შეახტა [VIDEO]
"ეს დღე შენთვის იყო, პატარა ანგელოზო" - ხვიჩას ემოციური პოსტი ინსტაგრამზე
ხვიჩას ღირსეული საქციელი, რომელიც ვერავინ შეამჩნია - "კვარამ" დღევანდელი მატჩი მარიტას მიუძღვნა