Corriere dello sport: მარტო მოედანზე კი არა, ადამიანობაშიც არ ჰყავს თანასწორი

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, გუშინ, 16 ოქტომბერს, სერია A-ს მე-10 ტურში, "ნაპოლიმ" "ბოლონია" 3:2 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე კვლავ ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მიმდინარე გათამაშებაში მე-4 საგოლე პასიც მიითვალა.

ცნობილი იტალიური გამოცემა "კორიერე დელო სპორტი "კვარას" შესახებ წერს და მის ადამიანურ თვისებებზე საუბრობს.

"ჩემპიონი არა მხოლოდ მოედანზე თამაშით, არამედ მის მიღმაც უნდა იყო, ხვიჩა კვარაცხელიას ადამიანობა და უბრალოება კი გუშინაც ვიხილეთ, როდესაც ქართველმა ფენომენმა ტრაგიკულად გარდაცვლილ 13 წლის ჩოგბურთელს, მარიტა მეფარიშვილს, ლამაზი ჟესტი მიუძღვნა. ხვიჩას ხელზე სამაჯური უსასრულობის სიმბოლოთი ეკეთა, პატარა გოგონას მოსახსენიებლად"
- წერს გამოცემა.

კვარაცხელიამ ამ სეზონში ყველა ტურნირზე 14 მატჩში 7 გოლი გაიტანა, 6 საგოლე გადაცემა გააკეთა და 3 პენალტი მოიპოვა. ლუჩანო სპალეტის გუნდი 23 ოქტომბერს "რომას" ესტუმრება.

altმორიგი მატჩის მოგებით გახარებული სპალეტი გაიქცა და ხვიჩას ზურგზე შეახტა [VIDEO]

alt"ეს დღე შენთვის იყო, პატარა ანგელოზო" - ხვიჩას ემოციური პოსტი ინსტაგრამზე

altხვიჩას ღირსეული საქციელი, რომელიც ვერავინ შეამჩნია - "კვარამ" დღევანდელი მატჩი მარიტას მიუძღვნა


მკითხველის კომენტარები / 1 /
აი, არა მხოლოდ იმის გამო რა საოცრებებსაც დგამს ის მოედანზე, არამედ იმიტომაც გვიყვარს ხვიჩა, რომ ის მოედნის გარეთაც, არაჩვეულებრივი მორალური ფასეულობებით გამოირჩევა!უდიდესი წარმატებები ჩვენს მარგალიტს!
ვახო...
17:32 17-10-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული