გატუზო: მამარდაშვილმა იმდენჯერ გადაგვარჩინა, საბოდიშო არაფერი სჭირს

AutoSharing Option
"ვალენსიას" მწვრთნელ ჯენარო გატუზოს "სევილიასთან" წინასამატჩო პრესკონფერენციაზე მეკარე გიორგი მამარდაშვილზე დაუსვეს კითხვა, რომელმაც გასულ ტურში "ელჩესთან" შეცდომა დაუშვა, რასაც პენალტი მოჰყვა. იტალიელმა პასუხი გასცა.

"მან მითხრა, რომ წუხს და ბოდიში მომიხადა. მადლობა გადავუხადე და მივუგე, რომ ყველაფერი წესრიგშია და სხვა შეხვედრებში ბევრჯერ გადაგვარჩინა. თავი უხერხულად არ უნდა იგრძნოს, მუშაობის გაგრძელებაა საჭირო. ჩემგან და გუნდისგან მაქსიმალური მხარდაჭერით სარგებლობს", - ციტირებს გატუზოს "მუნდო დეპორტივო".

"სევილიასა" და "ვალენსიას" დაპირისპირება 18 ოქტომბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თავმდაბალი,პასუხისმგებლიანი და მშრომელი თაობა!!!
ლადო
00:10 18-10-2022
1
ახალი თაობის სპორტსმენები ათი თავით მაღლა დგანან ძველ თაობასთან!!!!
ბექა
23:40 17-10-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული