ლა ლიგაზე სტუმრად "სევილიასთან" ფრედ დასრულებული მატჩის (1:1) შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს "ვალენსიას" მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ უპასუხა.
- როგორი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე შეხვედრამ?
- ფრე სამართლიანი შედეგია. პირველ ტაიმში ჩვენ უკეთესად ვითამაშეთ, მეორეში - "სევილიამ". მეორე ტაიმში ბურთს ვერ ვფლობდით, ცოტას ვმოძრაობდით და შიშით ვთამაშობდით. პენალტი შეიძლება ვერ გამოიყენო, ისეთ დიდ ფეხბურთელსაც ვერ გაუტანია, როგორიც მარადონა იყო.
- "ვალენსიამ" გაორებული შთაბეჭდილება დატოვა. მიზეზი?
- ეს ფიზიკურ მომზადებას არ ეხება. როდესაც ბურთის კონტროლი გვჭირდება, ამას ვერ ვახერხებთ. მეორე ტაიმში ძალიან შიშით და ცუდად ვირჯებოდით.
ესპანეთში გასვლაზე დიდი ძალისხმევის გაღებაა საჭირო, რადგან ზეწოლა დიდია.
- ეს გამოუცდელობის ბრალი ხომ არაა?
- ეს გამოუცდელობის ბრალი ხომ არაა?
- ვიცით, რომ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, სრულყოფაა აუცილებელი. ცოტა უნარები დაგვაკლდა. პირველ ტაიმში ფულკიეს პოზიციიდან მეტოქე რთულ მდგომარეობაში ჩავაყენეთ, მეორეში ყველაფერი შეიცვალა. მთელი გუნდით პრესინგი ვერ შევძელით.
- მამარდაშვილმა თქვენზე ეფექტი მოახდინა...
- მამარდაშვილმა თქვენზე ეფექტი მოახდინა...
- დიახ, მეც ასე ვფიქრობ. გაიამ დღეს თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, რამდენიმე დღის წინ შეცდომა გიორგიმ დაუშვა... ეს ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. ვისაც ფეხბურთი უთამაშია, იცის, რომ შეცდომა მისი ნაწილია.