უპირველესი გამოცდა ერთ-ერთი ყველაზე რთულია, რაც აქამდე ყოფილა. "სტადიო ოლიმპიკოზე" ქართველი გარემარბის გუნდმა "ლაციო" უკვე (2:1)
ამის შემდეგ (ოთხშაბათს, 26 ოქტომბერს, 23:00 სთ) "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგაზე "რეინჯერსს" მასპინძლობს. ხვიჩას გუნდს პლეი-ოფში თამაში უკვე განაღდებული აქვს, თუმცა, თუკი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება სურს, "ლივერპულთან" ბოლო ტურის წინ 3-ქულიანი ჰანდიკაპის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. თუ არა ამ მატჩში, როდისღა უნდა ვიხილოთ ექსპერიმენტები სპალეტის მხრიდან, რთული სათქმელია. ამავდროულად, შესაძლოა, "დიდ შესვენებამდე" გუნდი "ერთი ამოსუნთქვით" მივიდეს.
შაბათს, 29 ოქტომბერს (17:00 სთ) კი, ნეაპოლელები ისევ "სტადიო მარადონაზე" ითამაშებენ, ამჯერად "სასუოლოს" წინააღმდეგ, კვარაცხელიას პირისპირ კი გერმანელი ჯერემი ტოლჯანი დადგება. ამას ისევ ჩემპიონთა ლიგა და "ლივერპულთან" უკანასკნელი ტური მოჰყვება. ამ დროს ევროპაში უკვე საათი გადაიწევა და ეს დაპირისპირება 1-ელ ნოემბერს, 23:59 საათზე დაიწყება.
ამის შემდეგ სერია "ა"-ში 3 ტური ჩატარდება, რის შემდეგაც შესვენება 4 იანვრამდე გამოცხადდება. მოგეხსენებათ, ნეაპოლელები მე-2 ადგილზე მყოფ "ატალანტას" 2 ქულით აღემატებიან. არავინ იცის, მანამდე სატურნირო ცხრილში რა მდგომარეობა იქნება, ეს გუნდები კი 5 ნოემბერს (21:00 სთ) ბერგამოში ითამაშებენ. დღევანდელი გადასახედიდან, ეს ამ ეტაპის ცენტრალური მატჩია.
რა იქნება შემდეგ? 8 ნოემბერს (21:30 სთ) "ემპოლისთან" საკუთარ მოედანზე თამაში. ფაბიანო პარიზიმ "კვარას" შეჩერებაზე კი ისაუბრა, თუმცა ჩვენებურთან უშუალო დაპირისპირება მას არ მოუწევს.
ნეპოლური კლუბი მე-15 ტურის შეხვედრასაც (12 ნოემბერი, 18:00 სთ) საკუთარ არენაზე, "უდინეზეს" წინააღმდეგ ჩაატარებს. ბოლო წლებში "ნაპოლი" უდინელებს ძალიან იბრიყვებს და ახლაც მსგავსი რამაა მოსალოდნელი. ნოემბერს "კვარა" საქართველოს ნაკრების ამხანაგური მატჩებით დაასრულებს.
დარჩება 4 გუნდი, რომელთაც კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები პირველი წრის ბოლომდე უნდა შეხვდნენ, თუმცა ყველაფერი ეს უკვე 2023 წელს მოხდება - "ინტერი", "იუვენტუსი", "სამპდორია", "სალერნიტანა".
მოგეხსენებათ, "ნაპოლის" 10 ტურის შემდეგ 26 ქულა აქვს (ბურთების შეფარდება - 25:9) და იტალიაში ლიდერია, ამავდროულად კი, ჩემპიონთა ლიგაზეც უდანაკარგოა (12 ქულა).
რაც შეეხება კვარაცხელიას - 14 მატჩი, 7 გოლი, 6 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი - ასეთია ჩვენებურის სტატისტიკა ყველა ტურნირზე და მისი თამაში, რომელიც ამ მაჩვენებლებზე მაღლა დგას.
უდიდესი აღიარება! - კვარაცხელია 2023 წელს "ოქროს ბურთის" მოპოვების ფავორიტთა სიაშია
როგორ ქმნის ხვიჩას "ნაპოლი" ვარსკვლავებს? - სატრანსფერო პარალელი
ვარსკვლავებით გადაჭედილ საფეხბურთო ცაზე ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა
https://www.gazzetta.it/Calcio/Calciomercato/Juventus/20-10-2022/juve-blitz-spagna-occhi-mamardashvili-il-portiere-futuro-450717809179.shtml?cmpid=shortener_6ebb3479Qh
https://www.corrieredellosport.it/news/calcio/fuori-dal-campo/2022/10/20-98720696/kvaratskhelia_e_l_improvvisa_popolarita_la_domanda_sul_georgiano_nel_quiz_di_gerry_scotti