აღნიშნული წყაროს ცნობით, ეს გუნდები ჩვენების განვითარებას დააკვირდებიან და გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მიიღებენ.
ხვიჩამ "ლივერპულის" მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს თავი უკვე დაამახსოვრა. მან ჩემპიონთა ლიგაზე "მერსისაიდელთა" წინააღმდეგ ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა, ერთი შეხვედრა კი 26 ოქტომბერს უკვე "ენფილდზე" ელის.
თავის მხრივ, "კვარას" გაყიდვას ნეაპოლელები არ იჩქარებენ. როგორც გუშინ ვწერდით, კლუბის მიზანია, ქართველს კონტრაქტი 1 წლით გაუხანგრძლივოს, ხელფასი გაუზარდოს და ამ ნაბიჯით მსოფლიო გრანდები დააფრთხოს.