ხვიჩა ინგლისური გრანდების რადარებში - საქმეში კლოპი და გვარდიოლა არიან

AutoSharing Option
Calciomercato წერს, რომ პრემიერლიგის გრანდები "სიტი" და "ლივერპული" "ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით დაინტერესდნენ.

აღნიშნული წყაროს ცნობით, ეს გუნდები ჩვენების განვითარებას დააკვირდებიან და გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მიიღებენ.

ხვიჩამ "ლივერპულის" მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს თავი უკვე დაამახსოვრა. მან ჩემპიონთა ლიგაზე "მერსისაიდელთა" წინააღმდეგ ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა, ერთი შეხვედრა კი 26 ოქტომბერს უკვე "ენფილდზე" ელის.

თავის მხრივ, "კვარას" გაყიდვას ნეაპოლელები არ იჩქარებენ. როგორც გუშინ ვწერდით, კლუბის მიზანია, ქართველს კონტრაქტი 1 წლით გაუხანგრძლივოს, ხელფასი გაუზარდოს და ამ ნაბიჯით მსოფლიო გრანდები დააფრთხოს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ყველაფერს წყვეტს დიდი ფული რაც არ უნდა ვისურვოთ გულშემატკივრებმა.ხოლო ყველაზე დიდი ფული ინგლისში ტრიალებს.მხოლოდ რეალი,პსჟ და ბაიერნი უწევენ კონკურენციას.საუბედუროდ ბარსა უკვე ვეღარ.ნაპოლისნაირ გუნდში როგორც კი ვარსკვლავი გამოჩნდება დიდი დიდი ორი წელი დაიტოვონ იმიტომ რომ გადაუხდიან 10-ჯერ მეტ ხელფასს და მორჩა.ასე იქნება ხვიჩას შემთხვევაშიც.რაც შეეხება ეროვნულ ჩემპიონატებს,ინგლისი ყველაზე საინტერესოა.აბა საფრანგეთი სუფთა ჭაობია როდესაც პსჟ-ს წინააღმდეგობას საერთოდ ვერავინ უწევს.მოკლედ თუ ასე გააგრძელა ხვიჩა მაქსიმუმ 2 წელი დარჩეს ნაპოლიში.
temo
21 ოქტომბერი 2022 14:08
0
ეს პრემიერლიგა ძალიან არ მევასება რა. ვფიქრობ ბრაზილიელს, არგენტინელს და ქართველს იქ არაფერი ესაქმება!
დაბეჯითებით მჯერა, რომ ესპანეთი და იტალი ბევრად უკეთესია განვითარებისთვის, ვიდრე გაურკვეველი ფეხბურთის სტილს მიმდევარი ინგლისის პრემიერლიგა, სადაც მორბენალი ფეხბურთელები თამაშობენ!...
ლაშა
20 ოქტომბერი 2022 18:42
5
Ინგლისური პრემიერ ლიგა, მხოლოდ ხელფასით არის საინტერესო, თორემ ფეხბურთი პრიმიტიული - დაარტყი! Გაიქეცი!
Ზაზა
20 ოქტომბერი 2022 23:23
0
ინგლისის პრემიერლიგა როდიდან გახდა ფეხბურთელისთვის საზომი? რომელი ფეხბურთელი ჩამოგითვალო ოქროს ბურთის მფლობელი წასულიყოს და აღიარება მოეპოვებინოს ინგლისში თუ ნაკრები ჰყავთ წარმატებული? სიტი და პსჟ ფულის მანქანები არიან და მაინც ვერანაირ წარმატებას ვერ აღწევენ. ესპანური და იტალიური კლუბები ინგლისურ კლუბებზე მეტ ტიტულს ფლობენ. რომელი გინახია ცნობილი ფეხბურთელებიდან პრემიერლიგაში წასულიყოს? მარადონა, კრუიფი, რონალდო, რივალდო, ზიდანი, ფიგუ, რ. კარლოსი... პრემიერლიგაში თვით ჩემპიონთა ლიგაზე მეტი ფული ტრიალებს და ინვესტიციის და მენეჯმენტის გამართული მუშაობის ხარჯზე ცდილობენ ცნობილი ფეხბურთელების მოზიდვას, მაგრამ ყოველგვარი ცდა ამაოა. რადგან ინგლისმა ფეხბურთი მოიგონა, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ვარსკვლავებს წყვეტს. ბრაზილიელები და არგენტინელები უფრო ლა ლიგასა და სერია ა-ში თამაშობენ. აგუეროო რომ იძახი, მას უკვე აღარ შეეძლო და ინგლისში აგორა ბურთი მსგავსად ძოლასი. რა ჩემპიონატის დონეზე ლაპარაკობ, თავად მოდი აზრზე. გვყავდა მანდ ქინქლაძე და ქეცბაია, მაგრამ რა მერე, ნაკრებს ჰქონდა წარმატებები, ასევე იყვნენ ხიზანა, ნემსო... ქინქლაძე სულაც ვან გაალმა ბარსაში სინჯებზე წაიყვანა და დაიწუნა! ტექნიკური ფეხბურთელებისთვის ინგლისი არ ვარგა და შენ იძახი იქ უნდა შეძლოს რომ გაქაჩოსო?! რა ნაპოლიში რომ ქაჩავს ლივერპულმა მოუგო? ლივერპულმა კი სულაც შენს ნაქებ სიტის მოუგო და ლოგიკავ მემგონი უნდა ხედავდე! პლატინის აქვს ნათქვამი ზიზუსა და ანრის შედარებაზე რომ ჰკითხეს და მან უპასუხა, თუ იტალიაში ან ესპანეთში არ ითამაშე, დიდ ფეხბურთს ვერ ეზიარებიო! არის ერთი პარადოქსი, ინგლისის ყველაზე აუტსაიდერ კლუბს იუვენტუსზე მეტი შემოსავალი აქვს და რა მერე, ხედავ აქ ლოგიკას? ინგლისში მხოლოდ დიდი ფული ტრიალებს და სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია და ეს თუ შენთვის მწარე სიმართლეა კოკა-კოლა დალიე!
Carlos.Tevez11
20 ოქტომბერი 2022 21:45
0
ყველა გამოხმაურება
სულ ერთიდაიგივე ქვეყნის ერთიდაიგივე გუნდები გრანდები რატომ უნდა იყოს? არ მოგბეზრდათ? არ შეიძლება სხვა გუნდიც რომ გრანდად გადაიქცეს? დღეს ნაპოლის ყველა გუნდის დამარცხება შეუძლია, რითაა სხვაზე გუნდზე ნაკლები?. მარტო იმიტომ არ ვამბობ რომ თამაში არ წაუგია. ხვიჩაც და ოსიმენიც სუპერგანდები არიან
დავით 67
20 ოქტომბერი 2022 15:53
1
მართლაც ხვიჩას წაყვანაზე არ ინერვიულოთ პატივცემულო გვარდიოლა და პატივცემულო კლოპ ის თავისით ჩამოვა ჯერ ენფილდზე ძალიან მალე და თუ მაგარი ბიჭები ხართ დახვდით და გაზაფხულზე მანჩესტერშიც თუ ჩემპიონთა ლიგაზე გაქაჩავთ იქამდე და თვითონვე დაელაპარაკება თქვენს გუნდებს ქართულ ენაზე ასე რომ ცოტაც მოითმინეთ!!!
ზაზა
20 ოქტომბერი 2022 15:04
1
საფრანგეთის რეიმსი სჯობია, ერთ დროს გრანდი იყო.
სამართალი
20 ოქტომბერი 2022 14:39
1
თუ სიტი გრანდია, ნაპოლი გრანდი არაა? რა ლოგიკაა?
მთავარია მაგარ გუნდშია და იქ უნდა დარჩეს!
მანჩესტერ იუნაიტედი სად არის ვერ ხედავთ?
ეძახეთ გრანდი. მართლა გრანდ ლივერპულს რა უქნა ნაპოლიმ კი ვნახეთ!
პროფესტო
20 ოქტომბერი 2022 14:31
0
ისე სიტიზე რა აზრის ხართ? კარგი ტრანსფერი იქნება ?
რაბუ
20 ოქტომბერი 2022 14:18
6
არანაირად არ იქნება კარგი ტრანსფერი!
ლაშა
20 ოქტომბერი 2022 19:52
0
ქართული ცეკვის ფერხულის მეგრული ვარიანტით, რომელიც ხან მესხის, ხან მეტრეველის, ხან ყიფიანის, ხან გუცაევის და ხან დარასელიას მოძრაობებს გვაგონებს, ხვიჩა - კვარა აკვირვებს და იპყრობს საფეხბურთო სამყაროს.
ხვიჩა ჯერ-ჯერობით სრულად - ბოლომდე არ გახსნილა და უფრო გასაოცარ თამაშსაც გვაჩვენებს მომავალში, ამიტომ ჯობია დარჩეს და განვითარდეს იქ სადაც არის, სადაც მწვრთნელმა, გუნდმა და მაყურებელმა უკვე აღიარა და შეიყვარა.
იგლისელებს კი ვურჩევდი: საქართველოში თვითონ აღმოაჩინონ, შეარჩიონ, გამოზარდონ და განავითარონ სხვა საფეხბურთო ტალანტები, რომლებიც უფლის შემწეობით არიან და კიდევაც იქნებიან.
ვაჟა მასწავლებელი
20 ოქტომბერი 2022 14:02
1
მოდით წელს ამ ქვეყნებმა დაამტკიცონ, რომ ნაპოლიზე ძლიერები არიან და გეგმები მერე დააწყონ.
ქიტესა
20 ოქტომბერი 2022 13:20
1
თავი ზღაპარში მგონია,ეს რა ამბები დაატრიალა კვარამ!
კახა
20 ოქტომბერი 2022 13:14
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული