ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ხვიჩა ინგლისური გრანდების რადარებში - საქმეში კლოპი და გვარდიოლა არიან

AutoSharing Option
Calciomercato წერს, რომ პრემიერლიგის გრანდები "სიტი" და "ლივერპული" "ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით დაინტერესდნენ.

აღნიშნული წყაროს ცნობით, ეს გუნდები ჩვენების განვითარებას დააკვირდებიან და გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მიიღებენ.

ხვიჩამ "ლივერპულის" მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს თავი უკვე დაამახსოვრა. მან ჩემპიონთა ლიგაზე "მერსისაიდელთა" წინააღმდეგ ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა, ერთი შეხვედრა კი 26 ოქტომბერს უკვე "ენფილდზე" ელის.

თავის მხრივ, "კვარას" გაყიდვას ნეაპოლელები არ იჩქარებენ. როგორც გუშინ ვწერდით, კლუბის მიზანია, ქართველს კონტრაქტი 1 წლით გაუხანგრძლივოს, ხელფასი გაუზარდოს და ამ ნაბიჯით მსოფლიო გრანდები დააფრთხოს.

ასევე დაგაინტერესებთ