"საუკეთესო ტალანტია, გაოცებული დამტოვა..." - ძოლა კვარაცხელიათი აღფრთოვანებას ვერ მალავს

AutoSharing Option
ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა და ახლა უკვე მწვრთნელმა ჯანფრანკო ძოლამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

აღსანიშნავია, რომ ის საფეხბურთო კარიერის დროს "ნაპოლის" ღირსებას 1989/93 წლებში იცავდა.

"სიმართლე გითხრათ, "ნაპოლიში" გადმოსვლამდე ხვიჩას შესახებ ინფორმაციას არ ვფლობდი. როდესაც პირველად მისი თამაში ვნახე, გაოცებული დავრჩი.

პირველი, რასაც "კვარას" თამაშში შეამჩნევ, არის ის, თუ რა მაგრად აკონტროლებს ბურთს, მეტოქის მოტყუების უნარი და საფეხბურთო ინტელექტი ამ ბიჭის თამაშში მართლაც თვალსაჩინოა.

როდესაც გადამწყვეტი მომენტი დგება, ხვიჩა ყოველთვის მართებულ გადაწყვეტილებას იღებს. ბოლო დროს ვინც კი მინახავს, ის საუკეთესო ტალანტია.
მინდა მივულოცო და კომპლიმენტები ვუთხრა "ნაპოლის", რადგან ეს ფეხბურთელი აღმოაჩინეს", - ამბობს ძოლა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ნაპოლის ყოველი თამაშის წინ ვიღაცები გამოხტებიან და დაწერენ. დღეს ნაპოლი წააგებს და მოჰყვებიან თუ როგორი ძლიერია მისი მოწინააღმდეგე და ასევე ხვიჩას კრიტიკას იწყებენ. ერთი სული აქვთ რომ ნაპოლი წააგოს . თქვენს ჯინაზე ნაპოლი წაუგებლად მოიგებს სკუდეტოს! როგორც ეს არსენალმა გააკეთა 2005ში! თქვენი ავადმყოფური მენტალიტეტი არ მოქმედებს ხომ ხედავთ? ეხლა იუვენტუსი და ატალანტა დარჩათ და იმათაც მოუგებს ნაპოლი
დავით 67
17:48 25-10-2022
0
საკალანდე გოჭივით ხუმარაა ის, ვინც არ იცის სად უნდა შეუწყონ ხელი კვარას!
სანაია - გამოდი გიცანით!
პლეხანოვზე გაზრდილი
23:39 24-10-2022
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული