ჩაკვეტაძე: ვგრძნობ, უფრო და უფრო ვუმატებ - ვაისის მადლობელი ვარ

AutoSharing Option
კონფერენს ლიგაზე "პიუნიკთან" მატჩის წინ კლუბის საიტთან "სლოვანის" ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ისაუბრა:

"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის. თუ გვინდა ჯგუფიდან გავიდეთ, უნდა გავიმარჯვოთ. ეს ამ თამაშის მნიშვნელობაზე მეტყველებს. სრულად კონცენტრირებულები ვართ და ვემზადებით.

თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, უფრო და უფრო ვუმატებ. მადლობელი ვარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისის, რომ დამეხმარა და "სლოვანში" შანსი მომცა. მის მხარდაჭერას და ნდობას ვგრძნობ.

თანაგუნდელებს ახლა გაცილებით უკეთ ვიცნობ, ვიდრე 3-4 თვის წინ, როდესაც აქ ჩამოვედი. ერთად ბევრი მატჩი ჩავატარეთ. ყოველდღე ერთად ვვარჯიშობთ და ვიცი, სავარაუდოდ რას გააკეთებენ.
უკვე ვიცი, რისი უფლება შემიძლია საკუთარ თავს მივცე და რას მოიმოქმედებენ პარტნიორები. ასევე ვიცი, რომ ყველაფრის უკეთ გაკეთება შეგვიძლია. ნებისმიერ შემთხვევაში, ურთიერთმოქმედება გაუმჯობესდა.

მთელი გუნდის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ გულშემატკივრების მხარდაჭერას ვაფასებთ და გვჯერა, ხვალ სტადიონს გაავსებენ. გამარჯვება გვსურს და ქომაგობა ძალიან დაგვეხმარება. გავაკეთოთ ეს ერთად".

მკითხველის კომენტარები / 15 /
მისი ტრავმების პატრონი,შესაძლოა ძველებური გოლეადორი ვეღარ იყოს,მაგრამ სამაგიეროდ,გამთამაშებლის უნარებს უვითარებს ვაისი და ესეც სასიცოცხლოდ აუცილებელი იქნება ჩვენი ნაკრებისათვის.ჩაკვეს ინტელექტი,საშუალებას მისცემს, ამ ამპლუაშიც ბრწყინვალე იყოს.ყოველ შემთხვევაში,რასაც დღეს ვხედავთ,უკვე დიდი იმედის საფუძველს გვაძლევს.
სოსო
26 ოქტომბერი 2022 18:45
1
ეხლა გიოს ისღა აკლია, ძლიერ ჩემპიონატში გადავიდეს!
გერმანია, ესპანეთი ან იტალია...
ლაშა
26 ოქტომბერი 2022 18:35
0
Მერე ვისი დამსახურებაა შენ რო მოუმატე?ნახე ჩვენი ბარსაგიანი რა ბიჭია?
G.LA
26 ოქტომბერი 2022 18:18
2
ღმერთი შენკენ გიორგი, სულ წარმატებით გევლოს. რომ იცოდე როგორი მოლოდინით ვართ ყველა შენს თამაშზე. გვჯერა, რომ უმაღლეს დონეზე ითამაშებ უახლოეს მომავალში. ყველას მადლობა ვინც გვერდში გიდგას და გეხმარება საუკეთესო ფორმაში დასაბრუნებლად.
გაიოზ გოშაძე
26 ოქტომბერი 2022 13:17
0
ყველაზე ჭკვიანი ქართველი ფეხბურთელია დღეს. ჩაკვეს შეუძლია მთელი მატჩის მიმდინარეობა და რიტმი შეცვალოს. მიდი გიო მოინდომე, ბოლომდე დაიხარჯე და წინ ძალიან მაგარი კარიერა გელოდება.
kicha_r9
26 ოქტომბერი 2022 10:32
0
ეხლა თავუსი შესაძლებლობების 30% ავლენს არადა ძველი ჩაკვე დაფრინავდა რასაც ქვია... ვაისს მადლობა რათქმაუნდა მაგრამ ფიზიკურად აქვს გიოს მოსამატებელი ამ ფიზიკით კარგ ევროპულ გუნდში გაუჭირდება დამკვიდრება... კავარა უნდა იყოს მისთვის მაგალითი თანატოლმა ბიჭმა რამდენს მიაღწია რომ უკვე რეალი და სიტი ფიქრობენ მის ყიდვას. ბავარიას ისევ ენდომება მაგრამ გაძვირებულ ფეხბურთელს ვერ იყიდის სხვა პოლიტიკა აქვთ..იტალიაში ყველას უნდა მაგრამ იტალია მისთვის უკვე არაა შესაფერისი 1სეზონი კიდე უნდა დარჩეს ნაპოლიში და მერე გადავიდეს გრანდში
რონი
26 ოქტომბერი 2022 09:37
8
უფრო მეტი ტოპ ფეხბურთელი გვჭირდება. გიოს გარეშე ნაკრებში, სერიოზული წარმატების მიღწევა გაგვიჭირდება. ძალიან გვჭირდება ფიზიკურად ძლიერი, ძველებურად მოთამაშე გიორგი. კარგია, რომ სლოვანში დისპეტჩერის თვისებები გამოაჩინა და თამაშებს დირიჟორობს უკვე.
თენგაბი
26 ოქტომბერი 2022 04:13
0
ჩვენც ვამჩნევთ ჩაკვე რომ მოუმატე და უკვე რწმენაც გაქვს თამაში. მადლობა ვაისს ასეთი ნდობისათვის. ჩვენს გარდა ვაისმაც იცის შენი პოტენციალი და ამიტომაც ამდენი დრო თავიდანვე გაიმეტა. . წარმატება ჩაკვე. გაფასებთ და გელოდებით.
G.LA
26 ოქტომბერი 2022 01:40
0
გიო სლოვანში უფრო დაბლიდან თამაშობს, ნახევარდაცვის სიღრმიდან. ასეთი გვჭირდება ნაკრებში რო ცენტრში ბურთი დაიჭიროს და შეტევა დაიწყოს.წარმატებები ნაკრებს ასეთი გიო უფრო მეტად გამოადგება.
მათე
26 ოქტომბერი 2022 01:02
1
გიორგის მჯერავს და აქვს პოტენციალი დიდი ფეხბურთელი ითამაშოს, როგორც ხვიჩა თამაშობს.
ზაზა გ.
26 ოქტომბერი 2022 00:16
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული