"დავითაშვილი საფრანგეთში ცეცხლს ანთებს! ერთი წლის შემდეგ პსჟ-ში ითამაშებს?" - championat

AutoSharing Option
რუსულმა "ჩემპიონატმა" "ბორდოს" ნახევარმცველ ზურიკო დავითაშვილს წერილი მიუძღვნა, რომლის შემოკლებულ ვარიანტსაც გთვაზობთ:

"რუბინში" ხვიჩას ძმაკაცი საფრანგეთში ცეცხლს ანთებს! ერთი წლის შემდეგ პსჟ-ში ითამაშებს?

ზურიკო დავითაშვილს "ბორდოში" გააქვს და პასებს არიგებს.

"2019 წლის ზაფხულიდან 2022 წლის აპრილამდე ზურიკო დავითაშვილი რუსეთის პრემიერლიგაში თამაშობდა. 21 წლის ქართველი ნახევარმცველი "რუბინში", "როტორსა" და "არსენალში" ასპარეზობდა, მაგრამ აგვისტოში ბათუმის "დინამოს" გავლით საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც "ბორდოს" ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

ზურიკო თავისი გუნდების ლიდერი არ იყო, მით უმეტეს, რუსეთის ჩემპიონატში. საერთო ჯამში, პრემიერლიგაში 68 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

ლიგა 2-ში მას მაგარი დებიუტი ჰქონდა. "დიჟონთან" შეხვედრა სასტარტოდან დაიწყო და 87-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა. მომდევნო ტურში "ლავალთან" 69-ე წუთზე გამარჯვების გოლი ალბერტ ელისმა გაიტანა, გადაცემა კი დავითაშვილმა გაუკეთა. მას შემდეგ ქართველმა კიდევ სამი მატჩი ჩაატარა, საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა, მაგრამ თავის გუნდს "მეცისა" და "ანსის" დამარცხებასა და "ბასტიასთან" ფრის მიღწევაში დაეხმარა.

13 ტურის მერე "ბორდო" 27 ქულით ლიდერია, ხოლო ზურიკოს გულშემატკივრები აქებენ. ზოგიერთი გუნდში საუკეთესოდაც მიიჩნევს. პატრიკ ესტამპმა France Bleu Gironde-დან "ბასტიასთან" ნამატჩევს ზურიკოს სისწრაფეს გაუსვა ხაზი: "მომეჩვენა, რომ ბევრს ცდილობდა, თუმცა ბურთს კარგავდა. არ არის საჭირო სისწრაფისა და დაჩქარების ერთმანეთში არევა. ის ძალიან სწრაფად მოძრაობს, შესაძლოა, ცოტა ჩქარობს. რაღაც მომენტში მომენტები უფრო ხარისხიანად უნდა დაასრულოს".

"ბორდო" დავითაშვილის იჯარით აყვანაში არ შეცდა. ფრანგული კლუბი სეზონის ბოლოს ბურაკ კაპაკაჯას ტრანსფერს განიხილავდა, მაგრამ მოლაპარაკებები შეყოვნდა და თურქი "კარაგიუმრუკში" გადავიდა, სადაც თითქმის არ თამაშობს - ერთი გოლი გაიტანა და ტრავმა მიიღო, რასაც ვერ იტყვი დავითაშვილზე, რომელიც შეიძლება მომავალ სეზონში ლიგა 1-ის ერთადერთი ქართველი გახდეს".

მკითხველის კომენტარები / 8 /
პსჟ-ში არა,დავითაშვილი იქნება პირველი ფეხბურთელი,რომელიც ერთდროულად ითამაშებს რეალში,ბარსელონაში,ორივე მანჩესტერში და მიუნხენის ბაიერნში.
ყეყეჩ
06 ნოემბერი 2022 06:55
1
წარმატებები ზურიკო "აბრეზიჩს"... და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
29 ოქტომბერი 2022 16:35
0
დაიწყეს უკვე არარეალურ სამყაროში ცხოვრება საერთოდ არ მინდა პესეჟეში მოხვედრა რადგამ 99% მარიაჟი ფეხბურთია და არაფერი ის რაც აქვთ სერბებს ხორვატებს თურქებს ბოლომდე ყვლაფრის დადება მოედანზე არაფერი მსგავსიო პესეჟეს არ აქ და მაგის ბრალია მათი შედეგებიც ლიგაზე და თან ვინ უნდა ამოაგდოდს სასტავიდან თუნდაც 15 წუთით ამას მაინც მიეცით საშუალება წყნარად ითამაშოს მიქაუტაზეც ესეთი ამბავი იყო პირველი 4 ტურის მერე მარა კაი ხანია არაფერი დაწერილა
ნოდო
29 ოქტომბერი 2022 11:36
5
კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყვავს კარგი მწვრთნელიც, ჩვენ ნანაკრები ამ 30 წლის განმოავლობაში ყველაზე ახლოს არის ევრო ჩემპიონატზე სათამაშოდ
ალეკსანდრე
29 ოქტომბერი 2022 11:05
0
ზურიკო ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია ერთ ერთი იმათთაგანია ვისაც შეუძლია ერთდროულად რამოდენიმე მოწინააღმდეგეზე წავიდეს დრიბლინგით ამას ყველა ვერ ახერხებს ახლა ძლივს მოხვდა ნორმალურ გუნდში ცოტაც აცადეთ ასე ერთ ორ წელიწადში ყველა ნახავს მას რა შეუძლია მე ნამდვილად მჯერა მისი ნიჭის და ძალიანაც ვგულშემატკივრობ არასოდეს არ შევმცდარვარ შეფასებაში და არც ზურიკოზე შევცდები ამას ყველა მალე დაინახავთ
ზაზა
29 ოქტომბერი 2022 08:12
0
არ ვიცი ბორდოში რას ანთებს და როგორ გამოიჩენს მომავალში თავს (ვუსურვებ წარმატებას სულით და გულით), მაგრამ საქართველოს ნაკრების ბოლო თამაშებში კატასტროფა იყო, არადა ბულგარეთთან ან თუნდაც კოსოვოსთან რა საჭირო გოლები გაიატანა. გუნდზე თამაში უნდა ისწავლოს აუცილებლად, უნდა გაიზარდოს როგორც ფეხბურთელი, ამისთვის კი საკუთარ თავზე მუშაობაა საჭირო.
ირაკლი
29 ოქტომბერი 2022 00:44
4
ღრუსები დასცინიან თავისი ჭკუით პსჟეო
რრრ
28 ოქტომბერი 2022 22:42
3
ერთი გოლით ანთებს ცეცხლს??!!
ლადო
28 ოქტომბერი 2022 20:45
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული