წიტაიშვილი არ ათამაშეს - "ლეხმა" სახლში წააგო

AutoSharing Option
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-15 ტურში "ლეხი" პოზნანში 1:2 დამარცხდა ლიდერ "რაკუვთან".

მასპინძელთა გუნდში 90+1-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ნიკა კვეკვესკირი, გიორგი წიტაიშვილი კი სათადარიგო იყო.

რაც შეეხება "რაკუვის" ნახევარმცველ ვაკო გვილიას, ისევ არ იყო განაცხადში. მან ამ სეზონში ჩემპიონატის მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

"ლეხს" ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 22 ქულით მერვე ადგილზეა, "რაკუვს" 13 ქულით ჩამორჩება და 4 ნოემბერს კონფერენს ლიგაზე "ვილიარეალს" უმასპინძლებს, ხოლო 6 ნოემბერს ქვეყნის ჩემპიონატზე "კორონას".

მკითხველის კომენტარები / 2 /
პოლონეთში ქართველ ლეგიონერებს არ სწყალობენ, არ ღირს ამ ქვეყანაში წასვლა, დავიჯერო წიტაიშვილისთვის ადგილი არ გამოიძერბნა? ეგეც ვარსკვლავებით დახუნძლული გუნდი არ მყავდეს
ალეკო
31 ოქტომბერი 2022 13:21
2
წიტაიშვილს თუ არ ათამაშებენ თუნდაც სუყველა წააგოს მაგ ლეხმა. ვინ ყავთ გიოზე კარგი ძალიან მაინტერესებს.
G.LA
31 ოქტომბერი 2022 10:42
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული