ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

წიტაიშვილი არ ათამაშეს - "ლეხმა" სახლში წააგო

AutoSharing Option
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-15 ტურში "ლეხი" პოზნანში 1:2 დამარცხდა ლიდერ "რაკუვთან".

მასპინძელთა გუნდში 90+1-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ნიკა კვეკვესკირი, გიორგი წიტაიშვილი კი სათადარიგო იყო.

რაც შეეხება "რაკუვის" ნახევარმცველ ვაკო გვილიას, ისევ არ იყო განაცხადში. მან ამ სეზონში ჩემპიონატის მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

"ლეხს" ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 22 ქულით მერვე ადგილზეა, "რაკუვს" 13 ქულით ჩამორჩება და 4 ნოემბერს კონფერენს ლიგაზე "ვილიარეალს" უმასპინძლებს, ხოლო 6 ნოემბერს ქვეყნის ჩემპიონატზე "კორონას".

ასევე დაგაინტერესებთ