"ხვიჩას წყალობით, საქართველო აღარ არის აშშ-ის შტატი ან სტალინის დაბადების ქვეყანა, არამედ ახლა იქცა კვარაცხელიას სამშობლოდ!"

AutoSharing Option
calcionapoli24.it ერთ-ერთი ქართველი გულშემატკივრის კომენტარს აქვეყნებს, რომელიც "ნაპოლისა" და "სასუოლოს" მატჩს დაესწრო.

მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას გამო ნეაპოლელთა საშინაო და საგარეო შეხვედრებს ქართველები მუდმივად ესწრებიან:

"ხვიჩამ ჩვენს ქვეყანაში გააერთიანა ყველა, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, ეროვნებისა და რელიგიისა...

ხშირად ადამიანებს არ ესმით, რატომ არის ფეხბურთი ასეთი მნიშვნელოვანი. მათ ვერ გაუგიათ, როგორ შეუძლია ფეხბურთს გადაგავიწყოს პრობლემები, დროებით წაშალოს ტკივილი და სტრესი თქვენი ცხოვრებიდან.

კვარაცხელიას თამაშის დროს 90 წუთის განმავლობაში ქართველებს ყველაფერი ავიწყდებათ და მხოლოდ მოედანზე ამახვილებენ ყურადღებას.

მსოფლიოში არცერთ ქართველ ემიგრანტს აღარ მოუწევს ახსნა,
საიდან მოდის. ახლა შეგვიძლია ვთქვათ: ჩვენ კვარაცხელიას ქვეყნიდან მოვდივართ და ყველაფერი გასაგები იქნება. ხვიჩას წყალობით, საქართველო აღარ არის აშშ-ის შტატი ან სტალინის დაბადების ქვეყანა, არამედ ახლა იქცა კვარაცხელიას სამშობლოდ", - ნათქვამია კომენტარში.
მკითხველის კომენტარები / 48 /
არაა საჭირო ნებისმიერის ასეთი განდიდება თორემ პირველივე წარუმატებლობაზე იმედებს დაამსხრევთ.
ჰარი
12:12 01-11-2022
0
არ მესმის ზოგიერთი ნეგატიური კომენტარის ავტორის პოზიცია. აქვთ ფეხბურთელებს ის ცნობადობა, რომ სწორედ მათი მეშვეობით უფრო იცნობენ ქვეყნებს.
ვინმემ რომ მითხრას, კოტ-დივუარიდან ვარო, მე მაგალითად, ჯერ დროგბა გამახსენდება და მერე ალბათ ის, რომ ადრე ამ ქვეყანას სპილოს ძვლის სანაპირო ერქვა. მეტი ვერაფერი. არადა, შეიძლება, სულაც სასახელო ისტორია აქვს ამ ქვეყანას.
მიშა
08:54 01-11-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული