"ძალიან სწრაფია, მის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია" - იურგენ კლოპი ხვიჩაზე საუბრობს

AutoSharing Option
გუშინ, 1-ელ ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში, "ლივერპულმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ხვიჩა კვარაცხელიასა და "წითლების" განაპირა მცველის, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის დუელის შესახებ ისაუბრა და ქართველის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"ის კარგი ფეხბურთელია, ძალიან სწრაფია. ორივე კარგი მოთამაშეა. როდესაც ხვიჩას პირველ მომენტში უპირატესობა აქვს, მოწინააღმდეგე მის შეჩერებას ვეღარ ახერხებს. ხვიჩას საფეხბურთო "სითავხედე" გააჩნია, შეუძლია საჯარიმოს შიგნით შეიჭრას. ქართველის პირისპირ თამაში ყოველთვის რთულია. როგორც კი ბურთს მიიღებს, მცველი ახლოს უნდა ეთამაშებოდეს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი ფეხბურთელი დაზღვევისთვის ყოველთვის მზად უნდა იყოს.

ტრენტმა კარგი მატჩი ჩაატარა, შესაძლოა ერთ-ორ მომენტში შეცდა, თუმცა ბოლომდე თამაშში დარჩა" - განაცხადა იურგენ კლოპმა.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში პირველი ადგილი "ნაპოლიმ" დაიკავა, "ლივერპული" მეორე პოზიციას დასჯერდა, "აიაქსი" ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებს, შოტლანდიურმა "რეინჯერსმა" კი გამოსვლა 0 ქულით ბოლო ადგილზე დაასრულა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ფეხბურთის თამაში უკვე სითავხედეთ ფასდება.. მაგარ სწორ გზაზე მდგარა ამდენი წელი ევროპული ფეხბურთი
თქვენს პარტონს
23:13 02-11-2022
5
პენალტი ან არის ან არ არის რას მიქვია 100%-იანი.ფეხბურთში ხელის კვრა თუ მოსულა მაშინ არ იყო.რაც შეეხება სხვაგან წასვლას.მთელი ნეაპოლი შეყვარებულია ხვიჩაზე,მასზე ლოცულობენ,ბავშვები მღერიან,გუნდი კარგად თამაშობს ამაზე დიდი ბედნიერება რაღა არსებობს?ხელფასსაც მოუმატებენ და იქნება სრული ბედნიერება.
ამაშია საქმე
18:58 02-11-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული