ჩაკვეტაძის შოუ - საგოლე გადაცემა, გამოუყენებელი პენალტი და "სლოვანი" მერვედფინალში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის ბოლო ტურში „სლოვანმა“ ლიეტუვაში „ჟალგირისი“ 2:1 დაამარცხა, H ჯგუფში პირველ ადგილზეა და მერვედფინალში გავიდა.

სლოვაკური „პრავდა“ წერს, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ შოუ დადგა და ეს მართლაც ასე იყო.

მატჩის წინ მომჯობინდა სტუმართა გუნდის ნახევარმცველი ჯაბა კანკავა და მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გურამ კაშიასა და გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად სასტარტოში დააყენა. ბრატისლაველები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას. მათ თამაშს უნარიანად წარმართავდა ჩაკვეტაძე და მისი დრიბლინგების შემდეგ ალეკსანდარ ჩავრიჩმა დუბლი შეასრულა.

შესვენების შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ და ანგარიში შეამცირეს. ხელოვნურსაფარიან და მოყინულ მოედანზე თამაში ჭირდა. „სლოვანი“
სწრაფი კონტრიერიშებით პასუხობდა. ორივე გუნდიდან საუკეთესო აშკარად ჩაკვეტაძე გახლდათ, ხშირად ეუხეშებოდნენ, 89-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, თავადვე დაარტყა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ გაიტანა და ჩინებულად ჩატარებული შეხვედრა გოლით ვერ დააგვირგვინა. ის 90+3-ე წუთზე შეცვალეს.

ამავე ჯგუფში „ბაზელმა“ ერევანში „პიუნიკს“ 2:1 სძლია და მეორე ადგილი დაიკავა.

ვილნიუსი. „LFF სტადიონასი“

ჟალგირისი - სლოვანი 1:2
გოლები: 0:1 ჩავრიჩი (15), 0:2 ჩავრიჩი (23), 1:2 კიერემე (47)
გამოუყენებელი პენალტი: ჩაკვეტაძე (89)

მკითხველის კომენტარები / 23 /
ჩაკვეს და კვარას ნუ შევადარებთ ერთმანეთს, ორივე ოქრო გვყავს და თავისი განსხვავებული სიტყვა აქვთ სათქმელი ორივეს
თენგო
10:30 05-11-2022
0
მეტი უკეთ რა უნდა დაერტყა ჩაკვეს. ეს ვოისი მგონი გამოყ......ა სულ. აი ის თავისი ძმა ხომ ყავს ბედოვლათი პიტალო. ვულოცავ სლოვანს და წარმატებები ბიჭებს. ისე ჩვენი ჩაკვეტაძე ძაან დამანდრაჟებული თამაშობს რომ ვაკვირდები.თითქოს ეშინია ტრამვის და სულ ფრთხილად არის.
Edinio
17:58 04-11-2022
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული