ვაისი: ასეთ გადამწყვეტ მომენტში ჩაკვეტაძეს პენალტი სხვანაირად უნდა დაერტყა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის ბოლო ტურში "სლოვანმა" ვილნიუსში "ჟალგირისი" 2:1 დაამარცხა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინალში გავიდა. ნამატჩევს კომენტარი ბრატისლავური გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა:

"ჯგუფში გამარჯვებით გახარებული ვართ. ამის, ჩვენ გარდა, არავის არ სჯეროდა. მესამე შეხვედრიდან კარგად ვითამაშეთ და გავლიდერდით, რაც შესანიშნავია. როგორც მწვრთნელი და ადამიანი, ამას ნორმალურად აღვიქვამ. რთული პერიოდი გადავიტანეთ და დღეს ბედნიერნი ვართ. ძალიან დავიღალე და ამავე დროს, გავიხარე.

თამაშს კარგად ვაკონტროლებდით, ბევრი მომენტი გვქონდა და მეტოქისთვის საქმე ადრე უნდა მოგვეთავებინა. ჩაკვეტაძემ კარგად ითამაშა, მაგრამ ასეთ გადამწყვეტ
მომენტში პენალტი სხვანაირად უნდა დაერტყა.

ეს ჩვენი ყველაზე დიდი წარმატებაა, რომელსაც ჩემს წარმატებადაც ვთვლი - გულშემატკივრების სტადიონზე დაბრუნება. გამარჯვებას მთელ სლოვაკეთს ვუძღვნით. გაზაფხულზე ბრატისლავაში ისევ ვიხილავთ ევროპულ ფეხბურთს".

მკითხველის კომენტარები / 28 /
ძაან კარგია გიო,ნუ დაუჯერებ პრაფესორებს-არ გაგიმართლა უბრალოდ.სხვა დროს გაგიმართლებს აუცილებლად!პანენკას დარტყმას სუპერსტარები(რამოსი,ბენზემა,ლეო….) ზუსტადაც ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში ასრულებენ-როცა მეტოქე ამას აშკარად არ ელოდება.მიდი გიო გული არ გაიტეხო,მთავარია ფიზიკა დაქაჩე,დანარჩენი იღბალი და ისევ დაიბრუნებ ძველ დიდებას!ღმერთი შენკენ!
BOSS
22:36 04-11-2022
0
ვაისს ვეთანხმები ... მაგრამ ერთს დავამატებ ჩაკვეტაძე ყველა ბრატისლაველ შემტევზე 10 თავით მაღლა დგას და მაგან უნდა ურტყას პენალტები ... თამაშიც ეკუთვნის და პენალტის დარტყმაც ... მიდი ჩაკვე შენ თუ მოიპოვებ ისევ შენ დაარტყი არ გატყდე ... შენთან ვართ
bejo
21:01 04-11-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული