"ედენ აზარი უნდა შეცვალოს" - კვარაცხელიას "რეალში" გადასვლის შესაძლო გეგმა

AutoSharing Option
ჟურნალისტ ერქემ კონურის ინფორმაციით, "რეალი" საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ქართველ ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიას აკვირდება.

მისივე ცნობით, მადრიდელები ჩვენებურში ედენ აზარის შემცვლელს ხედავენ, რომელმაც შესაძლოა, ზაფხულში "სანტიაგო ბერნაბეუდან" აიბარგოს.

"სამეფო კლუბის" შეტევაში უკვე თამაშობს ორი ისეთი ფეხბურთელი (ვინისიუსი და როდრიგო), რომლებზეც დადებულმა ფსონმა გაამართლა და ისინი შესანიშნავად ასპარეზობენ.

კონური აღნიშნავს, რომ თუ "რეალს" "კვარას" ყიდვა მოუნდება, სოლიდური თანხის გაღებაც მოუწევს.

შეგახენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელის სახელს "ტოტენჰემს", "ჩელსისა" და "სიტისაც" უკავიშირებენ.
მკითხველის კომენტარები / 11 /
აზარი სად უნდა შეცვალოს? სკამზე?
ბუჯანგა
22:27 26-11-2022
0
პატივს ვცემ ყველას აზრს და მსურს ვუპასუხო აქ ერთის აზრს..თუ რეალზე წავა საუბარი...კვარა ვინისიუსსაც სჯობს და როდრიგოსაც..ყველა ასპექტში..ერთადერთი უპირატესობა აქვთ მათ რომ შეთაშებულია და ადაპტაცია აქვთ გავლილი..სამივე რომ ერთად იწყებდეს...ხვიჩა ძირითადში იქნებოდა...ნაპოლის დიდი პატივისცემის მიუხედავად..მსოფლიო ფეხბურთში იმხელა ფულია..ძალიან რომ უნდოდეს დარჩენა..არ დატოვებენ..დიდ ფეხბურთს ითამაშებს ეს ბიჭი.წარმატებები ხვიჩას და საქართველოს
კიეზა
18:01 04-11-2022
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული