ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კლოპი აღფრთოვანებულია და მოცდას აღარ აპირებს - რას გეგმავს "ლივერპული" ზამთარში კვარაცხელიას ტრანსფერზე

AutoSharing Option
"ლივერპული" "ნაპოლის" შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას დამატებას იანვარშივე ეცდება, ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური გამოცემა Fichajes-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კლოპი ქართველი ფეხბურთელით აღფრთოვანებულია და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარამდე მოცდას აღარ აპირებს.

"21 წლის ფეხბურთელი "ნაპოლიში" გამორჩეულ სეზონს ატარებს და ჩემპიონთა ლიგაზე მისმა ასპარეზობამ იურგენ კლოპის ყურადღება მიიპყრო. "პარტენოპეისა" და "ლივერპულის" დაპირისპირებისას კვარაცხელიამ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა.

თავის მხრივ, მერსისაიდელებს ხარისხიანი შემტევი სჭირდებათ, "ნაპოლის" ვარსკვლავი კი ინგლისური კლუბისთვის პირველი ვარიანტია. ლუის დიაშის გარდა, "ლივერპულს" არ ჰყავს მოთამაშე, რომელიც დრიბლინგის ნიჭითაა დაჯილდოებული, "კვარა"
"წითლებს" არაპროგნოზირებადობას შეჰმატებს" - წერს გამოცემა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" რიგებში 17 მატჩი გამართა, თავი კი 8 გატანილი გოლითა და 10 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

altკვარაცხელია ტრავმირებულია - "ნაპოლი" მეორეადგილოსნის წინააღმდეგ

alt"დარწმუნებული ვარ, ხვიჩა უფრო მოუმატებს" - ლუჩანო სპალეტი

ასევე დაგაინტერესებთ