ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

წიტაიშვილმა პენალტი მოიპოვა - "ლეხმა" გაიმარჯვა

AutoSharing Option
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-16 ტურში "ლეხმა" საკუთარ მოედანზე "კორონა" 3:2 დაამარცხა.

მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ჯონ ვან დენ ბრომმა გიორგი წიტაიშვილი ძირითად შემადგენლობაში დააყენა, ქართველმა 41-ე წუთზე პენალტი მოიპოვა და ისხაკმა ანგარიში გახსნა. გიორგიმ მე-80 წუთამდე ითამაშა. მისი თანაგუნდელი ნიკა კვეკვესკირიც სასტარტოში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს. სტუმართა გუნდის ნახევარმცველი ლუკა ზარანდია განაცხადში არ იყო.

"ლეხს" 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 25 ქულით მერვე ადგილზეა და 12 ნოემბერს სტუმრად "იაგელონიას" შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ