"ქუდი დაიფარა, სათვალე მოირგო, მაინც იცნეს" - ბადრი კვარაცხელია ერთ-ერთ ნეაპოლურ ამბავს იხსენებს

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას მამა, ვეტერანი ფეხბურთელი ბადრი კვარაცხელია, გადაცემა "სარბიელის პოდკასტს" ესტუმრა და სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

"პატარაობიდანვე, ფეხბურთის გარდა, არაფერზე ფიქრობდა. დილით 6 საათზე დგებოდა და თბილისის "დინამოს" ბაზაზე მიდიოდა, ვარჯიშობდა, შემდეგ სახლში ბრუნდებოდა და სკოლაში მიდიოდა. ასე ხდებოდა ზამთრის პერიოდშიც, გაცილებაზე უარს გვეუბნებოდა, რომ არ შევეწუხებინეთ. გაკვეთილებსაც კარგად ამზადებდა.

"ნაპოლიში" ყველა თანაგუნდელთან მეგობრობს, განსაკუთრებით, ვიქტორ ოსიმენთან, ჯოვანი დი ლორენცოსთან, მარიო რუისთან, ფრანკ ზამბო ანგისასთან. შეკრული გუნდია, სადაც დაჯგუფებები არ არსებობს.

ხვიჩა სახლიდან 8 საათზე გადის, 11-ზე ვარჯიში ეწყება, შუადღეს სახლში
ბრუნდება და ისვენებს. მისი ერთადერთი გასართობი საღამოს კალათბურთის თამაშია. ახლახან კალათბურთის ფარი იყიდა, მაგრამ სხვაგან გადატანა მოუწევს, რადგან ამ სახლიდან გადავდივართ, ვუთხარი, მაგ სახლში არც დაბრუნდე-მეთქი (რამდენიმე დღის წინ მომხდარი უსიამოვნო ინციდენტის გამო, მოგეხსენებათ, "კვარას" სახლი გაქურდეს), ახლა სასტუმროშია. ხვიჩას სახლიდან სხვაგან გასვლა თითქმის შეუძლებელია. ერთხელ ნეაპოლში ტელევიზორის საყიდლად წავედით. ქუდი დაიფარა, სათვალეები მოირგო, პირბადე გაიკეთა, მაინც იცნეს, ტელევიზორი თავად ვერ აარჩია, რადგან იქამდე ვერ მივიდა.

დამერწმუნეთ, საქართველოს ჩემპიონატს უამრავი მენეჯერი და საფეხბურთო აგენტი ადევნებს თვალყურს, გამომდინარე გიორგი მამარდაშვილის, ხვიჩა კვარაცხელიას, ზურიკო დავითაშვილის, გიორგი ჩაკვეტაძის, ირაკლი აზაროვის, ოთარ კიტეიშვილის წარმატებიდან. არ მინდა, ვინმე გამომრჩეს.

რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, დიდი ხანია ვოცნებობ, რომ შეტევის ხაზში ხუთმა ფეხბურთელმა ერთად ითამაშოს, ესენი არიან: ოთარ კიტეიშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი ოცნება" - განაცხადა ბადრი კვარაცხელიამ.


მკითხველის კომენტარები / 7 /
არასდროს არცერთ ცნობილ ადამიანთან არ მივეჭრები ეგრე ძალით ან ფოტოს გადასაღებად ან ავტოგრაფისთვის. არ მესმოდა ამ ხალხის არასდროს. ჯერ ერთი თუ ვინმე გიყვარს და გულშემატკივრობ მივარდნების და მანქანაზე შემოხვევების გარეშე ვერ უგულეშამტმივრებ? მერე მეორე იმასაც დისკომფორტა უქმნი და საკუთარ თავსაც იმცირებ.
სრული მარაზმი.
რაც თავი მახსოვს სულ ვიღაცეებს ვაღმერთებ ხელოვნებაში და სპორტში როკ ვარსკვლავებს ძირითადად და ფეხბურთელებს, მარა შემოქმედებას ვაღმერთებ და მისი მიჯღაპინილი ავტოგრაფისთვის ვერც თავს გავწირავ და ვერც იმ ადამიანს :)))
Michael
17:21 11-11-2022
2
გეთანხმებით, გულშემატკივრობა არ ნიშნავს არა დელიკატურ მდგომარეობაში თავის და სხვის ჩაგდებას, მეც ასე ვფიქრობ. პორტუგალიაში ვცხოვრობდი დიდი ხანი. ერთხელ ერთ რესტორანში მივედი, მანქანა გავაჩერე სადგომზე და ვხედავ ქრისტიანო და მისი აგენტი მენდეში სხდებიან მანქანაში, ჩემს გვერდით, ერთ მეტრში ვხედავ რონალდოს, მივესალმე, არც მომფიქრებია ან ატოგრაფი მეთხოვა ან სურათის გადაღება. ისე ცოტა გაკვირვებულმა კი შემომხედა და მომესალმა…
ვანო
19:44 11-11-2022
0

სიახლეები პოპულარული