"კვარა" მესიზე ძვირი გახდა - Transfermarkt-მა ფასები განაახლა

AutoSharing Option
Transfermarkt-ის მიხედვით, ნაპოლის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ფასი 60 მილიონი ევრო გახდა.

აღსანიშნავია, რომ ხვიჩა ლიონელ მესიზე ძვირი ღირს, "ლა პულგას" სატრანსფერო ფასი ამ დროისთვის 50 მილიონ ევროს შეადგენს. გარდა ამისა, 21 წლის ფეხბურთელებს შორის ხვიჩა მესამე ადგილზეა, "კვარას" მხოლოდ ბუკაიო საკა (90 მილიონი ევრო) და როდრიგო (80 მილიონ ევრო) უსწრებენ.

კვარაცხელია სერია A-ში ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელებს შორის მე-6 ადგილს იკავებს, "ნაპოლიში" კი სატრანსფერო ფასით მეორე პოზიციაზეა, პირველზე ვიქტორ ოსიმენი (70 მილიონი ევრო) გახლავთ.

-31OCT/03/befunky-collage-2_52246.png" border="0" alt="alt" title=""კვარა" მესიზე ძვირი გახდა - Transfermarkt-მა ფასები განაახლა" style="height: 50px; width: 50px;" />"ქუდი დაიფარა, სათვალე მოირგო, მაინც იცნეს" - ბადრი კვარაცხელია ერთ-ერთ ნეაპოლურ ამბავს იხსენებს

alt"Kvara Tv" - იტალიურ ტელევიზიას ხვიჩას სახელი უწოდეს

altკვარაცხელია და ჩაკვეტაძე ერთად - სანიოლის "დაბრუნებები" და სიახლეებზე ფიქრი

მკითხველის კომენტარები / 15 /
ახლა გამახსენდა როგორ ვჩხუბობდი ამ გვერდზე შარშან :))
18 მილიონი დაადესო და ვინ იყიდისო რომ წერდნენ, ისე ლანძღავდნენ კვარას იმ მაშინდელი 18 მილიონის გამო, ვითომ თვითონ დაიფასა თავი და დაიდო ტრანსფერმარკეტზე.
რეებს წერდა ხალხი, ნუთუ არ ახსოვთ ის დრო.
ნაკრებში გაბრწყინების გამო დაადო ოფიციალურად ტრანსფერმარკეტმა 18 მილიონი მაშინ და ქართველების 90% ილანძღებოდა გაბერილი ფასია და მაგდენი არ ღირსო.
არამარტო ჩვეულებრივი ხალხი წერდა მაგას, ცნობადი სახეებიც ამბობდნენ, აღარ დავასახელებ. მაგდენი არ ღირსო ,რაის 18 ან 20 მილიონიო.
მაგ ფასიდან უცებ 35 ზე ავიდა და ახლა 60 ზე. მეტი რა უნდა მოხდეს რომ დარწმუნდნენ რეალურად რასაც წარმოადგენს ეგ ბიჭი და რა დონის ნიჭი აქვს.
ევროპამ რომ არ გითხრას ჩვენით ვერ უნდა ვხვდებოდეთ?
თუმცა რუსებმა გვითხრეს ,თქვენ გააკერპეთ თორე ისე არავის უნდა და დიდი არაფერი ფეხბურთელი ეგ არააო და აბა რას ვიზამდით :))
აი რა ხდება, როცა საკუთარი აზრი არ გაგაჩნია.
Skeleton
17:35 11-11-2022
5
ხვიჩამ 12-13 ტური სერია A ში ითამაშა ლიგაზე 5 თამაში. გვაცალეთ ბატონო ცოტა. როდრიგო რელაში უკვე მე-5 სეზონია რაც თამაშობს. ხვიჩა 5 სეზონში კოსმოსში იქნება ოქროს ბურთით ხელში. თუ არა და ნახავთ.
G.LA
23:15 11-11-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული