ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

90min: გოჩოლეიშვილით ჩემპიონთა ლიგაზე რეგულარულად მოასპარეზე გუნდი ინტერესდება

AutoSharing Option
ფეისბუქ გვერდ 90min-ის ინფორმაციით, გიორგი გოჩოლეიშვილით "ვალენსიას" გარდა ინტერესდება გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე რეგულარულად გამოდის.

შეგახსენებთ, ქართველი ფეხბურთელის ვალენსიურ ტრანსფერზე რამდენიმე კვირის წინ დაიწერა, ახლა კი ახალი ალტერნატიული ვარიანტი გაჩნდა.

ვილი სანიოლმა მოახლოებული ამხანაგური შეხვედრისთვის გოჩოლეიშვილი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა, თუ ფრანგი სპეციალისტი გიორგის შანსს მისცემს, მაშინ ჩვენებურს სკაუტებისთვის ბევრი რამ ექნება დასამტკიცებელი.