"ლივერპული" გიორგი მამარდაშვილით დაინტერესდა - უცხოური პრესის ინფორმაცია

AutoSharing Option
"ლივერპული" "ვალენსიას" ქართველი მეკარით გიორგი მამარდაშვილით ინტერესდება. ამის შესახებ უცხოური გამოცემა Fichajes-ი იტყობინება.

წყაროს ცნობით, კლოპი "მამარდას" არა ძირითადის, არამედ სარეზერვო მეკარედ განიხილავს, რადგან ადრიანი, დიდი ალბათობით "სქაუზერებს" სეზონის ბოლოს დატოვებს.

"ადრიანს კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, კლოპი კი მის შემცვლელს ეძებს.

მამარდაშვილი "ვალენსიაში" შთამბეჭდავად ასპარეზობს და ჯერ კიდევ გასარკვევია დათანხმდება თუ არა სარეზერვო მეკარის სტატუსს. 22 წლის მეკარეს უდიდესი პოტენციალი აქვს და სურს შეუერთდეს კლუბს, სადაც ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იქნება. შესაძლოა, "ლივერპულმა" იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეთავაზება გააკეთოს, თუმცა მათ
სიაში სხვა მეკარეებიც არიან" - წერს გამოცემა.

altსანტიაგო კანისარესის შვილი გიორგის: "მამაჩემს ისე უყვარხარ, ოჯახში სულ შენზე ლაპარაკობს"

alt"კითხვის ნიშნებს არ ტოვებს, გაუვალი კედელია..." - ესპანური გამოცემა გიორგი მამარდაშვილის თამაშს ეხმაურება

მკითხველის კომენტარები / 13 /
ჭორბიურო გახდა სპორტალ.ჯი, ლივერპული კი არა, სადაცაა ნეტავ ოქ ითამაშოს სტაბილურად 2 წელი, ლორია ვერ ამოუგდია ნაკრების ძირითადიდან.
Gio
14 ნოემბერი 2022 10:11
8
პრემიერლიგა თვით ჩემპიონთა ლიგას ჯობია შემოსავლებით და არა ხარისხით! ეს ორი სხვადასხვა რამ ერთმანეთთს ვერ ავსებს და მიუხედავად დიდი ფულის ჩადებისა ჯერ კიდევ 90-იან წლებში მაინც ვერ ჯობია ტიტულების სიმრავლით ესპანურ თუ იტალიურ კლუბებს.
ლაშა
13 ნოემბერი 2022 23:43
0
Ar vici megobaro premierligas ras erchi,magram sakureblad da stadionze makureblebis aurit mimzvidvelia namdvilat,tan vinc ar unda tamashobdes,me piradad verafrit vukureb magalitad leche-moncas an kadisi-alavesis tamashs svarkaa pirdapir sheidzleba 90 wutshi ertxel ar daartkan karshi da midis umowkalo chexva da witel-kviteli baratebis friali...
Lashas
13 ნოემბერი 2022 23:11
1
ყურება გემოვნების საკითხია, მაგრამ ფეხბურთელი ისე ვერ გაიზრდება, როგორც ესპანეთსა და იტალიაში ან გერმანიასა და საფრანგეთში. გვყავდა ინგლისში მოთამაშეები, მაგრამ ნაკრებს, სადაც ტექნიკური ფეხბურთია ინგლისი ვერ მიესადაგება. არც ბრაზილიელები და არგენტინელი მიდიან ინგლისში მაინცდამაინც... მეტი წილი ოქროს ბურთის მფლობელებისა ესპანეთიდან ან იტალიიდან. ინგლისში კი გამართული მარკეტინგია და სტილი სამოციანი წლების ინგლისური მაშინ, როდესაც მაგალითად ესპანური ფეხბურთის სტილის შეცვლაში ლათინური და ზოგადად უცხოური გავლენა დიდია.
ლაშა
13 ნოემბერი 2022 23:40
0
არ ვიცი ეს იქნება ლივერპული,სითი თუ იუვენტუსი, ფაქტია რომ ვალენსიიდან უნდა წავიდეს. კარგი სკოლა გაიარა,სპორტული ცხოვრემოკლეა და დროზე უნდა ითამაშოს იქ სადაც შედეგიც იქნება და ფინანსებიც.აქ ბევრი იძახის რომ იქ არ წავიდეს,აქ არ წამოვიდეს, მაგრამ თვითონ მამარდაშვილმა და მისმა მენეჯერმა ( როგორც იქნა გვეღირსა პროფესიონალი) ძალიან კარგადაც იციან რა და როდის გააკეთონ.
თემო
13 ნოემბერი 2022 22:29
2
ანგლოსაქსები ტყუილად ცდილობენ მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ. მათი ჩემპიონატი საზიზღრობაა! ქართველს იქ არაფერი ესაქმება... ქინქლაძე, ქეცბაია, ხიზანიშვილი, ნემსაძე... არაფრისმომცემია იქ თამაში ლეგიონერისთვის, ნაკრებისთვის... ესპანეთი და იტალია, თუგინდ გერმანია და საფრანგეთი, მიუხედავად ნაკლები ფინანსებისა ათი თავით არა, მაგრამ საგრძნობლად ჯობია. შეეგუეთ რეალობას და დაიჯერეთ, რომ თუგინდ ჰალანდს, რაც არუნდა დიდი ხელფასი უხადონ (830 000 კვირაში) მაინც გაფარჩაკდება რამდენიმე წელში ისევე, როგორც სალაჰი. იქ ფეხბურთელი დაიკარგება... 70-ეულში ხომ არაა საქართველო რეიტინგში და ხომ არ გვკადრულობენ?! ხოდა არც გიორგიმ უნდა იკადროს მიუხედავად იმისა, რომ უნდა ინგლისში თამაში.
ლაშა
13 ნოემბერი 2022 21:03
5
მეც დაგეთანხმებით ნამდვილად. ფულის მიუხედავად ჩემთვის ინგლისზე წინ იტალიის, ესპანეთის და გერმანიის ჩემპიონატია. არადა ჩემ ბავშვობაში პრემიერლიგა წამყვანი იყო ევროპული ფეხბურთის და თამაშითაც კარგი საყურებელი იყო ხოლმე თუნდაც ორი არაგრანდის თამაში. ეხლა თუ რამე განსაკუთრებული თამაში არ არის იარაღით რომ დამადგეს ვინმე პრემიერლიგას ვერ ვუყურებ. რაც შეეხება მამარდას.. მას ნებისმიერი.. ვიმეორებ ნებისმიერი მეკარისთვის შეუძლია კონკურენციის გაწევა ეხლანდელი მეკარეებიდან თუ მაინცდამაინც ნოიერი არ არის. თუმცა ერთორ წელში ნოიერიც არ იქნება პრობლემა.
აკო
13 ნოემბერი 2022 22:22
1
არ დავიღლები იმის მტკიცებით, რომ პრემიერლიგა მხოლოდ დიდი ფულის მახეა და სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანი... მათი ლიგა არც ისეთი წამყვანია, როგორც ზოგიერთს ეჩვენება. ესპანეთი, იტალია ან გერმანია... საფრანგეთსაც არაუშავს, ოღინდ ლიგა 1!
ლაშა
13 ნოემბერი 2022 19:14
9
სარეზერვოდ კი არა მომავალ სეზონზე ფიქრობს კლოპი. 100 მილიონს სარეზერვოდ და თანაც მეკარეში სულელიც არ გადაიხდის.
G.LA
13 ნოემბერი 2022 15:51
1
"სჯობს პროვინციაში იყო პირველი, ვიდრე მეორე რომში" - იულიუს ცეზარი
მეგრელი
13 ნოემბერი 2022 14:34
2
დიდი სუფრის მოადგილეობას პატარა სუფრის თამადობა ჯობიაო
გოგა
13 ნოემბერი 2022 19:27
0
მამარდა ისეთი ტიპია ალისონსაც ამოაგდებს ძირითადიდან როგორც სილესენი ამოაგდო.აურა აქვს სასწაული!ყველა მევრთნელი მისცემს შანსს და შეიყვარებს კლოპი მოთუმეტეს
ლუკინო
13 ნოემბერი 2022 13:52
10
სარეზერვო მეკარეში 100 მილიონს არავინ გადაიხდის რა სისულელეა
აქაური
13 ნოემბერი 2022 13:31
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული