ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ლივერპული" გიორგი მამარდაშვილით დაინტერესდა - უცხოური პრესის ინფორმაცია

AutoSharing Option
"ლივერპული" "ვალენსიას" ქართველი მეკარით გიორგი მამარდაშვილით ინტერესდება. ამის შესახებ უცხოური გამოცემა Fichajes-ი იტყობინება.

წყაროს ცნობით, კლოპი "მამარდას" არა ძირითადის, არამედ სარეზერვო მეკარედ განიხილავს, რადგან ადრიანი, დიდი ალბათობით "სქაუზერებს" სეზონის ბოლოს დატოვებს.

"ადრიანს კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, კლოპი კი მის შემცვლელს ეძებს.

მამარდაშვილი "ვალენსიაში" შთამბეჭდავად ასპარეზობს და ჯერ კიდევ გასარკვევია დათანხმდება თუ არა სარეზერვო მეკარის სტატუსს. 22 წლის მეკარეს უდიდესი პოტენციალი აქვს და სურს შეუერთდეს კლუბს, სადაც ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იქნება. შესაძლოა, "ლივერპულმა" იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეთავაზება გააკეთოს, თუმცა მათ
სიაში სხვა მეკარეებიც არიან" - წერს გამოცემა.

altსანტიაგო კანისარესის შვილი გიორგის: "მამაჩემს ისე უყვარხარ, ოჯახში სულ შენზე ლაპარაკობს"

alt"კითხვის ნიშნებს არ ტოვებს, გაუვალი კედელია..." - ესპანური გამოცემა გიორგი მამარდაშვილის თამაშს ეხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ